ნონპრესი ტაბლეტი 25მგ #30

ნონპრესი ტაბლეტი 25მგ #30

პოლონეთი

ადამედ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - eplerenone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით → კალიუმის დამზოგავი დიურეზული საშულებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც. 1 ტაბ. - ეპლერენონი . . . . . . 25 მგ
1 ტაბ. - ეპლერენონი . . . . . . 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალინ-ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილ-სულფატი, ტალკი, მაგნიუმის სტერეატი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალება. ალდოსტერონის რეცეპტორების სელექტიური ბლოკატორი.

ჩვენებები
- მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ განვითარებული გულის უკმარისობა;
- კომბინირებული თერაპიისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ლეტალური რისკის შესამცირებლად პაციენტებში მარცხენა პარკუჭის სტაბილური დისფუნქციით (განდევნის ფრაქცია < 40%) და გულის უკმარისობის კლინიკური გამოვლინებით მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში;
- არტერიული ჰიპერტენზია (როგორც მონო- ასევე კომბინირებულ თერაპიაში).

დოზირების რეჟიმი
ნონპრესი მიიღება როგორც საკვებთან ერთად, ისე უზმოზე.
ჩვეული საწყისი დოზა არის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ, დოზის მატება ხდება დაახლოებით 4 კვირის შემდეგ 50 მგ-მდე დღეში (სისხლის შრატში კალიუმის მაჩვენებლის გათვალისწინებით). პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში. ნონპრესით მკურნალობა იწყება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან მე-3-14 დღეს.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის საშუალო სიმძიმის პათოლოგია, საწყისი დოზა იქნება ერთი 25 მგ ტაბლეტი ყოველ მეორე დღეს.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნონპრესის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმულებისთვის: საწყისი დოზის ცვლილება არ არის აუცილებელი.
ბავშვებსა და მოზარდებისთვის: ნონპრესის მიღება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
ზოგადი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში): გულის შეტევა, სისხლში კალიუმის დონის მატება (რომლის სიმპტომებია: კუნთის სპაზმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი), თავბრუსხვევა, გადაღლილობა, ინფექცია, ხველა, ყაბზობა, ჰიპოტენზია, დიარეა, გულისრევა, ალერგიული რეაქცია, ქავილი, კუნთების სპაზმი და ტკივილი, სისხლში შარდოვანას დონის მატება.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ნონპრესის მიღების შედეგები არ არის შესწავლილი.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნონპრესი დედის რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ უნდა მიიღოს ექიმმა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ადამედ ფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ეპლერენონი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი