მილდრონატი ტაბლეტი 250 მგ – აძლიერებს ენერგიას, ამაღლებს გამძლეობას და ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ აღდგენას.
გამოყენების ჩვენებები
- დაქვეითებული შრომისუნარიანობა, ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაძაბვა;
- ცერებროვასკულარული დარღვევის, თავის ტრავმებისა და ენცეფალიტის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდი.
კაფსულები.
1 კაფსულა შეიცავს 250 მგ მელდონიუმის დიჰიდრატს.
კარტოფილის გამომშრალი სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი.
კაფსულა (კორპუსი და თავსახური): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.
პერორალური გამოყენებისათვის. აღმგზნები ეფექტის შესაძლო განვითარების გათვალისწინებით, რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება.
სადღეღამისო დოზა შეადგენს 500 მგ (2 კაფსულა). სადღეღამისო დოზის გამოყენება შესაძლებელია ერთი მიღებით ან 2 ნაწილად გაყოფით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 500 მგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 კვირას. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში 2-3-ჯერ.
ხანდაზმულ პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით შესაძლებელია საჭირო გახდეს მელდონიუმის დოზის შემცირება.
იმდენად, რამდენადაც პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებს მელდონიუმი უნდა დაენიშნოთ მცირე დოზით.
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებს მელდონიუმი უნდა დაენიშნოთ მცირე დოზით.
არ არსებობს მონაცემები მელდონიუმის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი), ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია.
მომატებული მგრძნობელობა მელდონიუმის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა (არ არსებობს საკმარისი მონაცემები გამოყენების უსაფრთხობის შესახებ);
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის (მიღების უსაფრთხოება შემოწმებული არ არის).
ინახება 25რჩ ტემპერატურამდე.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.