ექსოდერილი ხსნარი 1% 20მლ ფლაკონი #1
ექსოდერილი ხსნარი 1% 20მლ ფლაკონი #1

ექსოდერილი ხსნარი 1% 20მლ ფლაკონი #1

ავსტრია

გლობოფარმ ფარმაცეუტიშე
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 10 მგ ნაფტიზინის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, გაწმენდილი წყალი.

ჩვენებები: ექსოდერილი გამოიყენება სოკოვანი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის, რომლებიც გამოწვეულია ნაფტიზინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები თანმხლები ქავილით ან მის გარეშე; ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები; კანის კანდიდოზები; ქატოსებრი ლიქენი.

დოზირება და მიღების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კანსა და ფრჩხილებზე. გამოიყენება ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. კანის სოკოვანი ინფექციები - დღეში ერთხელ. დაზიანებული კანი და მის გვერდით უბნები უნდა გაიწმინდოს, გამშრალდეს, შემდეგ საგულდაგულოდ დასველდეს პირდაპირ ბოთლიდან ან ბამბის ტამპონის მეშვეობით. არ უნდა მოხვდეს თვალში ან ლორწოვან გარსებზე. ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები: დღეში ორჯერ, ფრჩხილის თავისუფალი კიდის მხრიდან დატანის მეშვეობით. ხსნარის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია ფრჩხილის დაზიანებული ნაწილის მაქსიმალურად მოცილება მაკრატლითა და ფრჩხილების ქლიბით. ბავშვები და მოზარდები: არ არის დადასტურებული ნაფტიზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. საჭირო არ არის დოზის კორექცია ხანდაზმულებში, ასევე პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით. ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ორი კვირით კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ. საჭიროა ასევე შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: ტანსაცმლის და თეთრეულის ყოველდღიური გამოცვლა, რომელიც უშუალო კონტაქტშია დაავადებულ კანთან. უხეში, მჭიდრო, ჰაერგაუმტარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოყენების შეზღუდვა. დაბანის შემდგომ დაზიანებული კანის საგულდაგულოდ გამშრალება. ჭურჭლის გასარეცხად განკუთვნილი ტილო და პირსახოცები უნდა შეიცვალოს ყოველდღიურად. პაციენტმა არ უნდა იაროს ფეხშიშველმა სახლში, სააბაზანოში, სასტუმროში, აუზზე.

გვერდითი მოვლენები: სიმშრალის, წვის შეგრძნება ან სიწითლე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ნაფტიზინის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი ღებულობს, იღებდა ან გეგმავს რომ მიიღოს, უნდა ეცნობოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: ექსოდერილის ხსნარი განკუთვნილი არ არის ოფთალმოლოგიაში გამოყენებისთვის. დაუშვებელია ხსნარის ღია ჭრილობებზე ან ნახეთქებზე გამოყენება. პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. პრეპარატი დაიტანება გაუზავებელი სახით და მას არ ურევენ სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებს. არ არის ფოტო-ტოქსიური და არ იწვევს სინათლის მიმართ მგრძნობელობას.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ არსებობს მონაცემები.

ჭარბი დოზირება: შემთხვევით პრეპარატის შიგნით მიღების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. მკურნალობა: სიმპტომური.

გარეგნული სახე და შეფუთვა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ფერის ხსნარი ეთანოლის სუნით. გარეგანი გამოყენების 1% ხსნარის 20 მლ მუქი ფერის შუშის ფლაკონებში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 28 დღისა 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი: „სანდოზ გმბჰ“, ბიოჰემიშტრასე 10, ა-6250, კუნდლი, ავსტრია.

მწარმოებელი: „გლობალფარმ ფარმაცოიტიშე პროდუქტიონს უნდ ჰანდელსგეზელშაფტ გმბჰ“, ავსტრია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გლობოფარმ ფარმაცეუტიშე
ქვეყანა
ავსტრია
ჯენერიკი
ნაფტიფინი
დოზა
1%
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი