მეოცილი მალამო თვალის 5გრ #1

მეოცილი მალამო თვალის 5გრ #1

პორტუგალია

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Neomycin+Prednisolon+Sulfacetamide
მეოცილის თვალის მალამოს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ინიშნება ინფექციური და ანთებითი სახის თვალის პრობლემების დროს.
მეოცილის გამოყენების წესი

მეოცილის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მეოცილის დოზირება უნდა დადგინდეს ექიმის მიერ ინდივიდუალურად. თუმცა, საშუალო რეკომენდებული დოზაა მეოცილის მცირედი პორციის ჩადება კონიუნქტივალურ პარკში (ადგილი თვალსა და ქუთუთოს შორის) 2-3-ჯერ დღეში.

თვალის მალამოს პირველად გამოყენებისას, პირველი პორცია არ გამოიყენოთ.
თუ გამოიყენეთ მეოცილის რეკომენდებულზე მეტი დოზა: აუცილებლობის შემთხვევაში, ამოიბანეთ თვალი გამდინარე წყლით თვალის მალამოს ნარჩენი რაოდენობის მოსაშორებლად.
თუ დაგავიწყდებათ მეოცილის დოზის მიღება: გამოიყენეთ მხოლოდ ერთი დოზა გახსენებისთანავე და დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდებული დოზირების რეგულარული განრიგი. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ მეოცილის მიღებას: თუ მკურნალობა შეწყდება ნაადრევად, არსებობს ინფექციის რეციდივის ან გაუარესების რისკი. დაუშვებელია მკურნალობის შეწყვეტა ექიმის რჩევის გარეშე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოცემული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მეოცილს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის განვითარება მეოცილის აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რაც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ქიმს ან ფარმაცევტს.
მეოცილის შენახვის პირობები
-ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
-ტუბი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.
-ტუბი პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
-შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- დაუშვებელია მეოცილის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის
გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
-დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს მათი გადაგდება. მსგავსი ქმედებებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
პრედნიზოლონი+ნეომიცინი+სულფაცეტამიდი
ფორმა
მალამო თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი