ელოკომი ლოსიონი 0.1% 30მლ ფლაკონი #1

ელოკომი ლოსიონი 0.1% 30მლ ფლაკონი #1

კანადა

დელფარმ მონრეალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1გ ლოსიონი შეიცავს: აქტიური ნივთიერება-მომეტაზონის ფუროატი 1მგ;

ჩვენება: ელოკომი (მომეტაზონის ფუროატი), ლოსიონი 0,1% ნაჩვენებია ანთებითი პროცესის და ქავილის შესუსტებისთვის დერმატოზების დროს, რომლებიც ექვემდებარებიან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, როგორიცაა მაგ. ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი. ელოკომის წასმა შესაძლებელია თავის თმიანი ნაწილის კანის დაზიანებულ უბნებზე.

უკუჩვენება: ელოკომი 0,1%-იანი ლოსიონი უკუნაჩვენებია პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით მომეტაზონის ფუროატის, სხვა კორტიკოსტეროიდების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. ადგილობრივი გამოყენების სტეროიდები უკუნაჩვენებია კანის არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიულ ან ვირუსული ეტიოლოგიის ინფექციებისას (მაგ. მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, ვაქცინაცია).

გამოყენების მეთოდი და დოზირება: ელოკომის ლოსიონის რამდენიმე წვეთს ისვამენ კანის დაზიანებულ უბანზე, თავის თმიანი ნაწილის კანის ჩათვლით, დღეში ერთხელ; ლოსიონი უნდა შეიზილონ მსუბუქი მოძრაობებით სრულ შეწოვამდე. არ გამოიყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობა: რადგან ორსულ ქალებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ორსულობის პერიოდში ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. ორსულ ქალებში ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ კანის ფართო უბანზე დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ლაქტაცია: უცნობია, შეიძლება თუ არა კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვიოს სისტემური აბსორბცია, რომელიც საკმარისია რძეში პრეპარატის იმ რაოდენობით გამოყოფისთვის, რომელიც განსაზღვრას ექვემდებარება. სისტემური გამოყენების კორტიკოსტეოროიდები გამოიყოფა რძეში რაოდენობით, რომელიც სავარაუდოდ არასასურველ გავლენას არ ახდენს ბავშვზე. თუმცა ლაქტაციის შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის საკითხი უნდა განიხილონ დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

შეფუთვა: 30მლ ფლაკონ-წვეთოვანში. ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

აღწერა: უფერო ან ოდნავ მოყვითელო ფერის ერთგვაროვანი ლოსიონი.

გამოშვების ფორმა: ლოსიონი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა-3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ფამარ მონრეალ ინკ., კანადა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დელფარმ მონრეალი
ქვეყანა
კანადა
ჯენერიკი
მომეტაზონის ფუროატი
დოზა
0.1%
ფორმა
ლოსიონი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი