შემადგენლობა: 100მლ ხსნარი შეიცავს: მინდვრის შვიტა: ღერო 570მგ; spergularia rubra: მთლიანი მცენარე 330მგ; peumus boldus: ფოთლები 280მგ; ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები 170მგ; ჩაი მაკედონიის: ყვავილოვანი ნაწილები 170მგ; როზმარინი: ფოთლები 170მგ; ბერმუდის ბალახი: ფესვები 170მგ; მელისა: ფოთლები 170მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაბენი.
ჩვენებები: თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა, წვრილი უროლითიაზი, კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ პოდაგრა. შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, დიზურიული მოვლინებები, შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი, სპასტიკური კოლიტი, ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი ტოქსიკოინფექცია).
გამოყენების წესები და დოზები: მიიღება 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე სამკურნალო დოზა:
ასაკი დოზირება სკოლამდელი ასაკის ბავშვები 5-10მლ 3-ჯერ დღეში სკოლის ასაკის ბავშვები 15მლ 3-ჯერ დღეში მოზრდილები 45მლ 3-ჯერ დღეში ორსულები 20მლ 3-ჯერ დღეში მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა დოზის კორეგირება შესაძლებელია ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზით კურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია: დენეფრინი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები: დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება.
შენახვის პირობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა 5 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
აფთიაქში გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაიცემა რეცეპტის გარეშე).