ბეტამოქს პლუსი ტაბლეტი 875მგ+125მგ #16

ბეტამოქს პლუსი ტაბლეტი 875მგ+125მგ #16

პორტუგალია

ლაბ. ატრალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატის ფორმით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანის ფორმით).
სხვა კომპონენტებია: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ცელულოზას აცეტოფტალატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000.

ჩვენება: შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი; სასუნთქი გზების ინფექციები; საშარდე გზების ინფექციები; კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის დენტალური ინფექციები; ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

უკუჩვენება: ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ბეტამოქს პლიუსის სხვა კომპონენტის მიმართ; თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია სხვა ნებისმიერ ანტიბიოტიკზე. ეს შესაძლოა იყოს კანის სიწითლე ან სახის ან კისრის შეშუპება. თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე, როდესაც მიიღეთ რომელიმე ანტიბიოტიკი. თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.ორსულობა და ლაქტაცია: გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე. თუ ხართ ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.მიღების წესი: მიიღეთ ბეტამოქს პლიუსი ყოველთვის ექმის მითითებების საფუძველზე. თუ გაგიჩნდათ კითხვები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით = 40 კგ: ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში; მაღალი დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში;
ბავშვები სხეულის მასით < 40 კგ; 6 ან ნაკლები წლის ასაკის ბავშვების მკურნალობა უმჯობესია ბეტამოქს პლიუსის ორალური სუსპენზიით. ბეტამოქს პლიუსის ტაბლეტის სახით ბავშვისთვის, რომელიც 40 კგ-ზე ნაკლებს იწონის, მიცემის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები: თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა, დოზა შესაძლებელია შესაცვლელი იყოს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა აირჩიოს ან სხვა წამალი ან განსხვავებული დოზა. თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ხშირი ანალიზები რათა შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციონირება. გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად, კვების დასაწყისში ან ცოტათი ადრე. გაანაწილეთ დოზები ერთნაირად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში. არ მიიღოთ ბეტამოქს პლიუსი 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ თავი უკეთესად არ იგრძენით, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.შენახვის წესი: შეინახეთ 25C -ზე დაბალ ტემპერატურაზე,
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ატრალი
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
875მგ+125მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
16
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი