/images/logo_ka.svg
ლევომეკოლ მეკოლ-ბორიმედი მალამო 40გრ ტუბი #1
ლევომეკოლ მეკოლ-ბორიმედი მალამო 40გრ ტუბი #1

ლევომეკოლ მეკოლ-ბორიმედი მალამო 40გრ ტუბი #1

ბელარუსი

ბორისოვო

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედებით
შემადგენლობა
ლევომიცეტინი-0.75გ, მეთილურაცილი-4გ და ფუძის კომპონენტები.
პრეპარატი წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო- მოყვითალო ფერის მალამოს

ფარმაკოლოგიური თვისებები
“ლევომეკოლის” მალამო ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო (დეჰიდრატაციული) მოქმედებით. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების-სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე და ნაწლავის ჩხირების მიმართ. პრეპარატი ბიოლოგიური მემბრანების გაღიზიანების გარეშე ადვილად აღწევს ქსოვილების სიღრმეში. ჩირქისა და ნეკროზული ქსოვილების არსებობისას შენარჩუნებულია პრეპარატის ანტიბაქტერიული მოქმედება.
პრეპარატის შემადგენლობაში არსებული პოლიეთილენგლიკოლის დეჰიდრატაციული მოქმედება ათჯერ აღემატება ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის მოქმედებას

ჩვენებები
“ლევომეკოლის” მალამოს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, ინფიცირებული შერეული ფლორის (სტაფილოკოკების, ლურჯ-მწვანე და ნაწლავის ჩხირის ჩათვლით), ჭრილობების პირველი (ჩირქოვან-ნეკროზული) ფაზის ადგილობრივად სამკურნალოდ

მიღების წესები და დოზები
“ლევომეკოლის” მალამოთი წარმოებს სტერილური დოლბანდის გაჯღენთვა, რომლითაც ავსებენ ჭრილობას მისი სტანდარტული დამუშავების შემდგომ (ნეკროზული ქსოვილების მექანიკური მოშორება, წყალბადის ზეჟანგის ხსნარით ჭრილობის დამუშავება). შესაძლებელია პრეპარატის შეყვანა ჩირქოვან ღრუებში ზონდით (დრენაჟის მილი) შპრიცის საშუალებით. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა “ლევომეკოლის” შეთბობა 35-36რC-მდე. ნახვევების დადება ხდება ყოველდღიურად ჩირქოვან-ნეკროზული მასისაგან ჭრილობის მთლიანად გასუფთავებამდე.

უკუჩვენება
ლევომიცეტინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორისოვო
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
ქლორამფენიკოლი+მეთილურაცილი
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40გრ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat