ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10
ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა  #10

ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10

ბელარუსი

ბორისოვო
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებას მეტამიზოლ ნატრიუმი 1000მგ 2მლ საინექციო ხსნარში. სხვა დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
ჩვენებები: ანალგინი შეიცავს მეტამიზოლ ნატრიუმს, რომელიც განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ წამლებს (ანალგეტიკები). ამავდროულად ის ავლენს სიცხის დამწევ ქმედებასაც. ანალგინი გამოიყენება: სხვადასხვა წარმოშობის მწვავე, ზომიერად ძლიერი და ძლიერი ტკივილის მოკლე დროით გასაყუჩებლად; მაღალი ტემპერატურის დამწევად, თუ ტემპერატურაზე სხვა მეთოდი არ მოქმედებს.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული აქტიურ ნივთიერების მეტამიზოლის ან პირაზოლონის ჯგუფის წარმოებული სხვა პრეპარატების ან ამ წამლის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ. თუ პაციენტს აწუხებს ღვიძლის მწვავე პორფირია ან თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზული უკმარისობა; თუ პაციენტს აწუხებს ღვიძლის და-ან თირკმელების მძიმე დაავადება; თუ პაციენტს დარღვეული აქვს ძვლის ტვინის ფუნქცია ან ჰემატოლოგიური დაავადება, როგორიცაა აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია; თუ პაციენტს აქვს ჰიპოტონია ან არასტაბილური სისხლის მიმოქცევა; თუ პაციენტი არის ორსულoბის ბოლო ტრიმესტრში.ოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებმა: მოზრდილებმა და 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდებმა (53კგ-ზე მეტი სხეულის მასით) შეიძლება მიიღონ 1-2მლ ინტრავენურად ან კუნთში, როგორც ერთჯერადი დოზა. თუ აუცილებელია, ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 5მლ-მდე ( შეესაბამება 2500მგ ანალგინს). მაქსიმალური დღიური დოზაა 8მლ.; საჭ იროების შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10მლ-დე (შეესაბამება 5000მგ ანალგინს).

ჩვილები და ბავშვები: ერთჯერადი დოზის სახით ინტრავენურად ან კუნთში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სქემით:
ბავშვების ასაკობრივი
დიაპაზონი: ერთჯერადი მაქსიმალური
(სხეულის მასა) დოზა დღიური დოზა
ჩვილები 3-11თვის 0.1-0.2მლ 0.4-0.8მლ
(დაახლოებით 5-8კგ.)

1-3 წლის
(დაახლოებით 9-15კგ) 0.2-0.5მლ 0.8-2.0მლ

4-6 წლის
(დაახლოებით 16-23კგ) 0.3-0.8მლ 1.2-3.2მლ

7-9 წლის
(დაახლოებით 24-30კგ) 0.4-1.0მლ 1.6-4.0მლ

10-12 წლის
(დაახლოებით 31-45კგ) 0.5-1.4მლ 2.0-5.6მლ

13-14 წლის
(დაახლოებით 46-53კგ) 0.8-1.4მლ 3.2-7.2მლ

ხანდაზმულები და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის-თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტები: ხანდაზმულებსა და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის-თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს, რადგანაც მათ ორგანიზმში მეტამიზოლის პროდუქტის გამოყოფა შესაძლოა იყოს შენელებული.შენახვის წესი: პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორისოვო
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
მეტამიზოლ ნატრიუმი
დოზა
50%
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი