შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი: ცეფპროზილის ექვივალენტური ცეფპროზილის მონოჰიდრატი. ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 500მგ შეიცავს 500მგ ცეფპროზილის ექვივალენტურ ცეფპროზილის მონოჰიდრატს. შემავსებლები: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 500მგ-ტაბ: ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი. გარსი: ოპადრაი Y-1-7000
ჩვენება: ვიაცეზი ნაჩვენებია იმ პაციენტების მკურნალობსითვის, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობიარე ბაქტერიული შტამებით გამოწვეული ინფექციები: ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი და მწვავე შუა ოტიტი; ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და პნევმონია; კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: შენიშვნა: აბსცესები ჩვეულებრივ საჭიროებს ქირურგიულ დრენაჟას. საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები: მაგ., მწვავე ცისტიტი. შესაძლებლობისას უნდა გაკეთდეს კულტურის და მგრძნობელობის ტესტი, რათა განისაზღვროს გამომწვევი პათგენის მგრძნობელობა.
უკუჩვენება: ვიაცეზი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშბეათ ალერგია ცეფალოსპორინების ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
ბავშვებში გამოყენება: 6 თვემდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, უკიდურესი აუცილებლობისას. დედის მიერ მიღებული დოზის 0,3%-ზე ნაკლები გამოიყოფა ლაქტატში. ჩვილზე ეფექტი უცნობია. ლაქტაციის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.
დოზირება: დაუშვებელია ექიმის მიერ განსაზღვრული დოზირების სქემის შეცვლა. ჩვეული დოზირება შემდეგია: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ვიაცეზი გამოიყენება შიგნით, მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ შემდეგი დოზებით: ფარინგიტი-ტონზილიტი 500მგ 24 საათში ერთხელ; მწვავე სინუსიტი ან მწვავე მორეციდივე სინუსიტი 500მგ 12 საათში ერთხელ; მწვავე შუა ოტიტი 500მგ 12 საათში ერთხელ; ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები 500მგ 12 საათში ერთხელ; საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები 500მგ 24 საათში ერთხელ კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები 250მგ 12 საათში ერთხელ ან 500მგ 24საათში ერთხელ ან 500მგ 24საათში ერთხელ
ბავშვები: 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციებით, როგორიცაა ფარინგიტი ან ტონზილიტი რეკომენდებულია 20მგ-კგ დღე-ღამეში ერთთხელ ან 7.5მგ-კგ დღე-ღამეში ორჯერ.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის: ტაბლეტები: 36 თვე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.