ბ-კომპლექსი ტაბლეტი #20

ბ-კომპლექსი ტაბლეტი #20

ბულგარეთი

სოფარმა
პროდუქტის შესახებ
რას წარმოადგენს ვიტამინ B კომპლექსი და რისთვის გამოიყენება
ვიტამინ B კომპლექსი - არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს B
ჯგუფის ვიტამინებს და ნიკოტინამიდს. ესენი აუცილებელია ორგანიზმის
ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების
და ცხიმების ცვლაში. გამოიყენება დაავადებების და მდგომარეობების
მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების და
ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.
2. ვიტამინ B კომპლექსის მიღებამდე
არ მიიღოთ ვიტამინ B კომპლექსი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი
ნივთიერების, ან რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- თუ გაქვთ მომატებული სისხლის წნევა (არტერიული ჰიპერტენზია) II-III
სტადია;
- ბავშვებში 6 წლამდე.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ვიტამინ B კომპლექსის მიღებისას
- თუ გაქვთ ავთვისებიანი, ან ღვიძლის დაავადება, წყლული, გასტრიტი,
პოდაგრა;
- ვიტამინმა B2
, რომელიც შედის ვიტამინ B კომპლექსის შემადგენლობაში,
შესაძლოა გამოწვიოს შარდის მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობა.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ცოტა ხნის
წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ
პრეპარატებს.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ მომატებული წნევისათვის
სამკურნალო საშუალებებს, დამამშვიდებელ, საძილე, დეპრესიის საწინააღმდეგო
ან პარკინსონის დაავადების სამკურნლო პრეპარატებს, ეპილეფსიის
საწინააღმდეგი მედიკამენტებს და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს.
აუცილებელია შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი თანმხლები
მკურნალობის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომ თავიდან
აიცილოთ მათ შორის რაიმე შესაძლო ურთიერთქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის
მიღებამდე.
პრეპარატის მიღება შიძლება რეკომენდირებული დოზებით ორსულობის დროს.
არ არის რეკომენდირებული ვიტამინ B კომპლექსის მიღება ძუძუთი კვებისას.
მისი მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.3. როგორ მივიღოთ ვიტამინ B კომპლექსი
მიიღეთ ვიტამინ B კომპლექსი, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში. თუ
რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 2-3ჯერ დღეში.
ბავშვები 6 წელს ზემოთ: 1-2 ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირეოდენ წყალთან ერთად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
თიამინი+პირიდოქსინი+რიბოფლავინი+ნიკოტინის მჟ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი