პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Tribulus terrestris herba extractum siccum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → მამაკაცის სასქესო ფუნქციის მაკორეგირებელი საშუალებები → ერექციის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები → სისტემური გამოყენებისათვის
ტრიბესტანი არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს მცენარე ტრიბულუს ტერრესტრის მიწისზედა ნაწილის მშრალ ექსტრაქტს. ტრიბესტანი ასტიმულირებს სასქესო სისტემის ფუნქციას, ზრდის ლიბიდოს, ერექციის ძალას და ხანგრძლივობას, დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე, გააჩნია ჰორმონების დამაბალანსირებელი მოქმედება და ქალებში ამსუბუქებს კლიმაქსურ სიმპტომებს.
ტრიბესტანი გამოიყენება კომპლექსურ მკურნალობაში დაქვეითებული ლიბიდოს, იმპოტენციის (სქესობრივი სისუსტე), მამაკაცებში უშვილობისას; დისლიპიდოპროტეინემიის (ცხიმების ცვლის დარღვევა) საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შესამცირებლად; ქალებში კლიმაქსური და პოსტკასტრაციული სინდრომისას (საკვერცხეების ქირურგიული მოცილების შემდგომი მდგომარეობა) ნეიროვეგეტატიური და ფსიქიკური გამოვლინებების შესამსუბუქებლად.
ტრიბესტანი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ზოგადმატონიზირებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვისას და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ უფრო სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის.
ტრიბესტანის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
კლიმაქსური სინდრომის მქონე ქალების მკურნალობას. სამკურნალოდან შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით. ეფექტური დოზის მკვეთრი შემცირებისას, ან მოხსნისას შესაძლოა კლიმაქსური სიმპტომების ხელახლა გამოვლენა.
ტრიბესტანის მიღება
მიიღეთ ტრიბესტანი ისე, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ტაბლეტები მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ.
დაქვეითებული ლიბიდოს, იმპოტენციის და უშვილობისას:
მამაკაცებში დაქვეითებული ლიბიდოთი, იმპოტენციით და უშვილობით რეკომენდიებული დოზირებაა 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 90 დღისა.
მკურნალობის კურსი შეიძლება გაიმეოროთ დამაკმაყოფილებელი სამკურნალო ეფექტის მიღებამდე.
ქალებში უნაყოფობით რეკომენდირებული დოზაა 1-2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში, მენსტრუალური ციკლის 1-დან 12-ე დღემდე. ეს კურსი შეიძლება გაიმეოროთ პერიოდულად ორსულობის დადგომამდე.
დისლიპოპროტეინემია:
2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვისა.
კლიმაქსური და პოსტკასტრაციული სინდრომი ქალებში:
1-2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში 60-90 დღის განმავლობაში. მგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ თანდათანობით გადადიან შემანარჩუნებელ დოზაზე - 2 ტაბლეტი დღეღამეში 1-2 წელი.
როგორც ზოგადმატონიზირებელი საშუალება:
1-2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში.
თუ თქვენ გამოტოვეთ ტრიბესტანის დოზა
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის კომპენსაციისათვის.
თუ თქვენ გაგიჩნდათ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ პრეპარატის მიღებასთან, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, ტრიბესტანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ გამოუვლინდება.
პაციენტებში, რომელთაც აქვთ წინასწარი განწყობა, შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს კუჭის ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი მოქმედება.
თუ გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერი ხდება სერიოზული, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
2215