დიფეროლი ვიტ დ3 ტაბლეტი 1000სე #30

დიფეროლი ვიტ დ3 ტაბლეტი 1000სე #30

დიდი ბრიტანეთი

ნატურეს აიდი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი) 25 უგ (1000სე); დამატებითი კომპონენტები: ცელულოზა, დი-კალციუმ ფოსფატი, ნატრიუმის კარბოქსილ მეთილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ბეტა ციკლოდექსინი, საფლორის ზეთი, ჟელატინი, სუბსტანცია ტენიანობის შესანარჩუნებლად, გლიცერინი, ვიტამინი D.

ჩვენებები: D ვიტამინის დეფიციტი; იმუნიტეტის დაქვეითება; ოსტეოპოროზი (ძვლების დაავადება); კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევები D ვიტამინის როლი: D ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმში კალციუმ-ფოსფატების ადექვატური ბალანსის შენარჩუნებისთვის და დადებით გავლენას ახდენს ძვლის მეტაბოლიზმზე, ასევე, ვიტ D3 მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე, რადგან ქოლეკალციფეროლი მონაწილეობს იმუნოგლობულინების (იმუნური სისტემის უჯრედების) სინთეზსა და დიფერენცირებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებისთვის; ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ფუნქციონირებაში; მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში.

ორგანიზმში ვიტამინის დეფიციტის მიზეზები: ვიტამინის D 25(OH)D ოპტიმალური კონცენტრაცია ზრდასრული ადამიანის სისხლში არის 30-50ნგ-მლ. D ვიტამინის დეფიციტის ყველაზე ხშირი მიზეზი არის არასრულფასოვანი კვება და მზის სხივების დეფიციტი.
D ვიტამინის რეკომენდებული დოზები მათთვის, ვისაც აღენიშნება ვიტამინის დეფიციტი, ან მიეკუთვნება დეფიციტის რისკის ჯგუფს: შემუშავებულია ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიერ. (ენდოკრინოლოგია პოლონეთი 2013 ნომერი 4, ივლისი-აგვისტო, ტომი 64). ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში: 800-2000სე- დღეში (20-50 უგ) წონის მიხედვით სექტემბრიდან აპრილამდე პერიოდში. 800-2000 სე დღეში (20-50 უგ) წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში თუ ზაფხულში ვიტამინის სათანადო რაოდენობით სინთეზი უზრუნველყოფილი არ არის.
65 წლის ზემოთ: 800-2000სე (20-50 უგ) დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში, რადგან D ვიტამინის სინთეზის უნარი ამ ასაკობრივ ჯგუფში კანში დაქვეითებულია ჭარბწონიან ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში: 1600-4000სე დღეში (40-100უგ) მთელი წლის განმავლობაში ფერადკანიანი პირები: 1000-2000 სე (20-50უგ) დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში.
ღამის ცვლის მუშაკები: 1000-2000სე დღეში (20-50უგ) წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში. D ვიტამინის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირთათვის, ვისაც აწუხებს ძვლის დაავადებები, როგორიცაა: ოსტეოპოროზი.
ოსტეოპენია: წარმოადგენს ძვლებში მინერალების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ოსტეოპოროზის განვითარების დასაწყისია. ოსტეომალაცია ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც ორგანიზმში აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვის დარღვევას, რასაც თავის მხრივ მივყავართ კალციუმის ნაკლებობამდე. საბოლოოდ კი ყველაფერი ეს იწვევს ძვლების სიმყიფეს და მოტეხილობის რისკის მატებას.
D ვიტამინის დიდი დოზით მიღება ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აღენიშნებათ თირკმელების დაავადებები.
პრეპარატი დიფეროლი-1000სე-ს მიღება ერთდროულად მზის სხივების ზემოქმედებასთან ერთად არ ქმნის დოზის გადაჭარბების რისკს. ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახურის მონაცემების თანახმად, D ვიტამინის სასურველი დოზა ზრდასრული ადამიანისთვის არის 4000სე დღეში (100უგ) ეს მოიცავს D ვიტამინის მიღებას ყველა წყაროდან.

დოზირება და მიღების წესი: 2 წლიდან ზემოთ-დიფეროლი დღეში ერთხელ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: პროდუქტი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით და მისი ზედამხედველობის ქვეშ. რეკომენდებული არ არის სხვაგვარად მისი მიღება. პროდუქტი არ არის განკუთვნილი პარენტერალური მიღებისთვის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: N 30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნატურეს აიდი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
1000სე
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი