ფერო-ფოლგამა ნეო ტაბლეტი #100

ფერო-ფოლგამა ნეო ტაბლეტი #100

გერმანია

ლომფარმ რუდოლფ ლოჰმანი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID
მოქმედი ნივთიერება: რკინის სულფატი+ასკორბინის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.
1 დრაჟე
რკინის სულფატი ......... 50 მგ
ასკორბინის მჟავა ........... 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სტეარინი, ტალკი, მაგნიუმის ჟანგი, მცენარეული ზეთი, ლაქტოზა და საქაროზა, არაბეთის გუმფისი.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივი სისხლდენების, არარეგულარული და არასრულყოფილი კვების შედეგად გამოწვეული რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ.
მოზრდილებში პრეპარატს იყენებენ 3 დრაჟეს 2-ჯერ ჭამის შემდეგ.
პრეპარატი ანალოგიური დოზით ინიშნება ორსულობისა (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფეროპლექსი გამოიყენება ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე
ისეთივე დაავადებისას, როგორიცაა: აპლასტური და ჰემოლიზური ანემია, თალასემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, რკინის შეთვისების დარღვევისას (სიდერობლასტური ანემია, პერნიციოზულიანემია, ვიტამინ B12-ის უკმარისობა).

განსაკუთრებული მითითებები:
◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინის და ფერიტინის დონის გამოკვლევა.
◄ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისხლის სურათის ნორმალიზებამდე (8-12 კვირა).
◄ პრეპარატის მიღების შემთხვევაში დამახასიათებელია შავი ფერის განავალი რკინის სულფიდის წარმოქმნის გამო, ბენზიდინის ცრუ დადებითი სინჯი.
◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება ამცირებს რკინის იონების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეწოვას.
◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტერიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლომფარმ რუდოლფ ლოჰმანი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
რკინის სულფატი+ფოლის მჟავა
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი