ვინპოტროპილი GEO კაფსულა 5მგ+400მგ #60
ვინპოტროპილი GEO კაფსულა 5მგ+400მგ #60

ვინპოტროპილი GEO კაფსულა 5მგ+400მგ #60

რუსეთის ფედერაცია

კანონფარმა პროდაქშენი
კალათის ფასდაკლება
-
26.65
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 კაფსულა აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: ვინპოცეტინი 5 მგ, პირაცეტამი 400 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი 110 მგ, ტალკი 5 მგ; მყარი ჟელატინის კაფსულის შემადგენლობა #0: კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი 1,7421 მგ, საღებავი ქინოლინის ყვითელი 0,5226 მგ, საღებავი „მზის ჩასვლა“ ყვითელი 0,0233 მგ, ჟელატინი 55,782 მგ; სახურავი: ტიტანის დიოქსიდი 0,4552 მგ, საღებავი აზორუბინი 0,1896 მგ, ჟელატინი 37,2852 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალება.

ჩვენებები: სიმპტომატური მკურნალობა: ინტელექტუალურ-ფსიქიკური დარღვევები, იშემიური ინსულტების შედეგები, სისხლძარღვთა ვერტებრა-ბაზილარული უკმარისობა, სისხლძარღვოვანი დემენცია, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ტრავმის შემდგომი პერიოდი, ჰიპერტონული ენცეფალოპათია. თვალის ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები. პერცეპტული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, ყურებში ხმაური.

დოზირება და მიღების წესი: 18 წლიდან ზემოთ: შიგნით მისაღებად, ჭამის წინ 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში. ბოლო მიღება - 4 საათით ადრე დაძინებამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 თვეს. პრეპარატის მოხსნამდე მისი დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. შიგნით მისაღებად 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში; საწყისი დოზა 1-2 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში თანდათანობითი მომატებით თერაპიული ეფექტის მიღებამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 6 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა - 2-8 კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ვინპოცეტინის, პირაცეტამის ან პიროლიდონის წარმოებულების, აგრეთვე პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, გულის რითმის გამოხატული დარღვევები, გულის იშემიური დაავადება, ჰემორაგიული ინსულტის მწვავე სტადია, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, ჰანტინგონის დაავადება, 18 წლამდე ასაკი. იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორიცაა ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-ლაქტოზური მალაბსორბცია.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კანონფარმა პროდაქშენი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ვინპოცეტინი+პირაცეტამი
დოზა
5მგ+400მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი