დოზირება და მიღების წესი: დამცავი გარსის მოხსნის შემდეგ პლასტირი დაიტანება შესაბამისი ზონის კანის მშრალ ზედაპირზე, 12-24 საათის განმავლობაში, თუ არ აღინიშნება ძლიერი წვა. ძლიერი წვის შეგრძნებისას - უნდა მოხდეს პლასტირის მოხსნა და კანის დამუშავება ვაზელინით. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს.
უკუჩვენებები: კანის დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომეტებული მგრძნობელობა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ გააჩნია
განსაკუთრებული მითითებები: კაპსიკამის პლასტირი არ დაიტანება დაზიანებულ კანზე. არ უნდა მოხვდეს კონტაქტში ლორწოვან გარსებთან და თვალთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პლასტირის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გარეგნული სახე და შეფუთვა: მალამოთი დაფარული პერფორირებული პლასტირი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებითვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.