დოზირება და მიღების წესი: არატუბერკულოზური ინფექციის დროს მოზრდილებში კუნთებში ან ინტრავენურად 500მლ ყოველ 8-12 საათში ერთხელ. დღეღამური დოზა - 1-1,5გ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1გ, ინტერვალი შეყვანის შორის 12 საათი. მაქსიმალური დღეღამური დოზა _ 2გ. მკურნალობის კურსი _ 5-7 დღე. ბავშვებში პრეპარატი შეყავთ მხოლოდ კუნთებში, მაქსიმალური დღეღამური დოზა _ 15მგ/კგ 2-3 ჯერ დღეში. ტუბერკულოზის დროს მოზრდილებში _ 1გ 1 ჯერ დღეში; ბავშვებში _ 15მგ/კგ. პრეპარატი შეყავთ ყოველდღე 6 დღის განმავლობაში, მე-7 დღეს _ შესვენებით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად. პლევრის და სახსრის ღრუში შეყავთ 10-50მლ 0,25% ხსნარი. პერიტონეალური დიალიზის ჩატარებისას პრეპარატის 1-2გ იხსნება 500მლ სადიალიზო სითხეში. თირკმელების უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება და შეყვანებს შორის ინტერვალების გაზრდა. შენახვის პირობები: არა უმეტეს 25 C. ბავშვებისგან დაცულ ადგილას.