ალენოქსი სიროფი 2.5მგ/5მლ 150მლ ფლაკონი+საზომი ჭიქა #1
ალენოქსი სიროფი 2.5მგ/5მლ 150მლ ფლაკონი+საზომი ჭიქა #1

ალენოქსი სიროფი 2.5მგ/5მლ 150მლ ფლაკონი+საზომი ჭიქა #1

თურქეთი

ვეფა ილაჩი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: 1მლ შეიცავს 0.5მგ დესლორატადინს. დამატებითი ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, სორბიტოლი (E420), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტრისოდიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, დისოდიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი, სუკროზა, სხვადასხვა ხილის არომატი და საღებავი-ყვითელი სანსეტი (E110).

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან, ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისათვის.
დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა ზუსტად უნდა დაიცავას ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

ჩვენება: ალენოქსი წარმოდგენილია 150 მილიგრამიანი ბოთლით ბავშვებისაგან კარგად დაცული თავსახურით. ალენოქსი არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. იგი ეხმარება ალერგიული რეაქციებისა და სიმპტომების კონტროლს. ალენოქსი ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, სურდო და ქავილი, სასის ან თვალების ქავილი, სიწითლე ან ალერგიით გამოწვეულ ხველასთან დაკავშირებული ღებინება (მაგალითად, თივის ცხელება, ალერგია სახლის მტვრის ტკიპაზე). ალენოქსი გამოიყენება ჭინჭრის ციებით გამოწვეული ქავილის მოსახსნელად და ისეთი სიმპტომების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა კანის შეშუპება და სიწითლე.
აღნიშნული სიმპტომების შემსუბუქება ხდება მთელი დღის მანძილზე და არ აფერხებს ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობას და ძილს.

უკუჩვენება: არ გამოიყენება ალენოქსი თუ: პაციენტი არის ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) ალენოქსის დამხმარე ნივთიერებების, განსაკუთრებით კი დესლორატადინის, ლოტარადინის ან ყვითელი სანსეტის E110 -ის საღებავი აგენტების მიმართ. ალენოქსი განკუთვნილია 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის (12 წლის და ზემოთ), მოზრდილებისათვის და ხანდაზმულებისათვის.
ალენოქსის მიღებამდე საჭიროა სიფრთხილე თუ: თუ პაციენტის თირკმელი ცუდად ფუნქციონირებს; თუ აღნიშნული ეხება პაციენტს, ან თუნდაც წარსულში აღეიშნებოდა, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ორსულობა: მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენება ალონექსი ორსულობისას. თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენენ, რომ პაციენტი არის ორსულად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია: მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენება ალონექსი ლაქტაციის დროს.გამოყენების წესი: სათანადო მიღებისა და დოზირების ინსტრუქციები: გამოყენების სიხშირე: ბავშვები 6-დან 11-თვემდე: ღებულობენ 2მლ სიროფს დღეში. გამოიყენება საზომი კოვზის 2მლ.
ბავშვები 1-დან 5-წლამდე: ღებულობენ 2,5მლ სიროფს დღეში. გამოიყენება საზომი კოვზის 2.5მლ.
ბავშვები 6-დან 11-წლამდე: ღებულობენ 5მლ სიროფს დღეში. გამოიყენება საზომი კოვზის 5მლ ორჯერ.
მოზრდილები, ბავშვები 12 წლის ზემოთ: ღებულობენ 10მლ სიროფს დღეში. გამოიყენება საზომი კოვზის 10მლ 5-ჯერ. მკურნალობის პერიოდში მკურნალი ექიმი დაადგენს ალერგიული გრიპის ტიპს და გადაწყვეტს რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს ალენოქსი.
თუ პაციენტის ალერგიული გრიპი არის პერიოდული (სიმპტომები ჩნდება კვირაში 4 დღის მანძილზე ან უფრო იშვიათად), ექიმი შეადგენს ავადმყოფობის ისტორიას და დაუყოვნებლივ შესთავაზებს სამკურნალო პროგრამას. მუდმივი ალერგიული გრიპის შემთხვევაში კი (სიმპტომები ჩნდება კვირაში 4 დღის მანძილზე ან უფრო ხშირად) ექიმი შესთავაზებს ხანგრძლივ მკურნალობას. ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტზე. რეკომენდებულია მიჰყვნენ მმკურნალი ექიმის რჩევებს.შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დესლორატადინი
დოზა
2.5მგ/5მლ
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი+საზომი ჭიქა
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი