ალდესი ტაბლეტი 5მგ #20

ალდესი ტაბლეტი 5მგ #20

თურქეთი

ფარმაქტივ ილაჩ სანი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთიაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: დესლორატადინი 5 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry II Blue 31F205006 (გამოხდილი წყალი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი,

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორის ბლოკატორები.

ჩვენებები: ალერგიული რინიტების სიმპტომებისა (მაგ.: ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაღიზიანება დაგაჭედვა, თვალების გაღიზიანება და შეწითლება, თვალიდან ცრემლდენა, სასის გაღიზიანება, ხველა) და ჭინჭრის ციების სიმპტომების შემსუბუქება (მაგ.: კანის გაღიზიანება, შეშუპება და სიწითლე).

დოზირება და მიღების წესი: ინტერმისიული ალერგიული რინიტის დროს (ანუ სიმპტომების არსებობისას კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4კვირაზე ნაკლები წელიწადში) შესაძლებელია პრეპარატ ალდესის მიღება. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა შეიძლება შეწყდეს, მისი კვლავ გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა განახლდეს. პაციენტებისთვის პერსისტული ალერგიული რინიტით (ანუ თუ სიმპტომები სახეზეა წელიწადში 4 კვირაზე მეტხანს ან კვირაში 4 დღე ან მეტი) ალერგენებთან ზემოქმედებისას რეკომენდირებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება. მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და მეტის): 1 ტაბლეტი დღე-ღამეში საკვებისგან დამოუკიდებლად. სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები. თირკმლის მძიმე უკმარისობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. არ არსებობს ინფორმაცია ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით. არ არსებობს ინფორმაცია, 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, 5 მგ დეზლორატადინის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენების შესახებ. არ არსებობს სპეციფიკური გამოკვლევები ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები: ჰალუცინაცია. თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფსიქომოტორული აგზნება. ტაქიკარდია, გულისძგერის შეგრძნება. მუცლის ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი. ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი. კუნთების ტკივილი. ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ლორატადინის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კლინიკური კვლევების დროს არ იქნა შემჩნეული დეზლორატადინის ტაბლეტების რაიმე ურთიერთობა ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან. დეზლორატადინი არ აძლიერებს ალკოჰოლის უარყოფით ეფექტს. შესაძლებელია დეზლორატადინის პერორალურ კონტრაცეპტივებთან ურთიერთქმედება. ამის გამო მკურნალობის დროს რეკომენდებულია ალტერნატიული ეფექტური და უსაფრთხო კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება

განსაკუთრებული მითითებები: ალდესიხ5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღების უსაფრთხოება და ეფექტიანობა, ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვემოთ დამტკიცებული არ არის. პაციენტებს, გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ. მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. ალდესიის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავენ 1,8 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს, რაც გასათვალისწინებელია ისეთ ავადმყოფებში, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ. ალდესიის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, შეიცავს პროპილენგლიკოლს; ასეთი რაოდენობით არ არის მოსალოდნელიპროპილენგლიკოლთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების გამოწვევა.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია საკმარისი არ არის. ორსულობის დროს პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის. დეზლორატადინი გამოიყოფა დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ შეიძლება.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, მაგრამ პრეპარატის მოხმარების დროს გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება იშვიათად გამოვლინდეს ძილიანობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმაქტივ ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დესლორატადინი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი