აქტიური ნივთიერება: 1 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი საინექციო მიღების ჩვენება
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია: მიოკარდიუმის იშემიის, ტაქიკარდიის და ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა მიოკარიდუმის ინფარქტის ან მასზე ეჭვის დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზირება: სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია იწყებენ პრეპარატ ბეტალოკის 5 მგ-ის შეყვანით 1-2 მგ/წთ სიჩქარით. შეყვანა შეიძლება გამეორდეს 5 წუთიანი ინტერვალით თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ჩვეულებრივ ჯამური დოზა შეადგენს 10-15 მგ (10-15 მლ-ს). რეკომენდებული მაქსიმალური დოზა ინტრავენური შეყვანისას შეადგენს 20 მგ-ს (20 მლ). მიოკარდიუმის იშემიის, ტაქიკარდიის და ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა მიოკარიდუმის ინფარქტის ან მასზე ეჭვის დროს. ინტრავენურად 5 მგ (5 მლ) პრეპარატი. შეიძლება შეყვანა განმეორდეს 2 წუთიანი ინტერვალით. მაქსიმალური დოზა-15 მგ (15 მლ). ბოლო ინექციიდან 15 წუთის შემდეგ ინიშნება მეტოპროლოლი პერორალურად მისაღებად 50 მგ დოზით (ბეტალოკი) 6 საათში ერთხელ 48 საათის განმავლობაში. თირკმელების ფუნქციის დარღვევა თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ჩვეულებრივ პლაზმის ცილებთან დაბალი კავშირის გამო დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას (პაციენტებში პორტოკავალური ანასტომოზით) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დაქვეითება. ხანდაზმული ასაკი-ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. ბავშვები- პრეპარატ ბეტალოკის ბავშვებში გამოყენება შეზღუდულია.
შენახვის პრობები სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25რС ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.