ვიტამინი დ3 ჯუნიორ დენკი ტაბლეტი 500სე #100
ვიტამინი დ3 ჯუნიორ დენკი ტაბლეტი 500სე #100

ვიტამინი დ3 ჯუნიორ დენკი ტაბლეტი 500სე #100

გერმანია

დენკ ნუტრიშენი
პროდუქტის შესახებ
D ვიტამინი ჩვილებისა და პატარა ბავშვებისათვის

შემადგენლობა: ქოლეკალციფეროლი-ვიტამინი D3-ის რაოდენობა 1 ტაბლეტზე გადაანგარიშებით არის 500 სე=12,5მკგ 250% NRV (კვებითი ღირებულების მაჩვენებელი EU რეგულაციების შესაბამისად).
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, კარბოქსიმეთილცელულოზა, არაბიკის გომიზი, შაქარი, ცელულოზას ფხვნილი, სილიციუმის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტები, მცენარეული ზეთი (სოიო).

ჩვენება: ძვლების და კუნთების ნორმალური განვითარებისათვის და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

მიღების წესი: მიიღება 1 ადვილად ხსნადი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტი უნდა გაიხსნას წყლით სავსე კოვზში და მიეცეს ბავშვს. უმჯობესია ბავშვმა მიიღოს კვების დროს. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სანაცვლოდ.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

შეფუთვა: 100 ტაბლეტი შეფუთვაში.

მწარმოებელი: დენკ ნუტრიშენი, გერმანია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ნუტრიშენი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
500სე
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი