ირდაპინი ტაბლეტი 150მგ+10მგ #28

ირდაპინი ტაბლეტი 150მგ+10მგ #28

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
კალათის ფასდაკლება
-
13.54
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:ირბესარტანს + ამლოდიპინი
ჩვენება: ირდაპინი გამოიყენება პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. აღნიშნული კომბინაცია ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთა სისხლის წნევის ადეკვატურად კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ ირბესარტანით ან ამლოდიპინით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების (ირბესარტანის და ამლოდიპინის) მიმართ, ასევე ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის ან დიჰიდროპირიდინების მიმართ (ამლოდიპინი წარმოადგენს დიჰიდროპირიდინის ჯგუფში შემავალი კალციუმის არხების ბლოკატორს); ორსულობა; ლაქტაცია; მწვავე ჰიპოტენზია; შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით); მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი); ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა მძიმე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ; ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ბლოკატორების ან ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ერთდროული მიღება ალისკირენთან უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება უკუნაჩვენებია.


დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: იმ პაციენტებში, რომელთა სისხლის წნევის სათანადო კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ ირბესარტანით ან ამლოდიპინით, შესაძლებელია დაინიშნოს ირდაპინი დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. იმ პაციენტებში, რომელთა სისხლის წნევის სათანადო კონტროლი შეუძლებელია ირდაპინი 150მგ-5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით, დოზა შესაძლებელია ეტაპობრივად გაიზარდოს დღეში ერთხელ ირდაპინი 150მგ-10მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტამდე, ირდაპინი 300მგ-5მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებამდე და ირდაპინი 300მგ-10მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებამდე. ირდაპინი 300მგ-10მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებზე დღეში ერთჯერად დოზაზე მაღალი დოზების მიღება არ არის რეკომენდებული. მიღების წესი: ირდაპინის ტაბლეტები მიიღება პერორალური გზით. ისინი შესაძლებელია მიღებულ იქნას დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ირბესარტანი+ამლოდიპინი
დოზა
150მგ+10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი