ეუფილინი ტაბლეტი 150მგ  #30

ეუფილინი ტაბლეტი 150მგ #30

რუსეთის ფედერაცია

უსოლიე სიბირსკის ქიმფარმქარხანა
პროდუქტის შესახებ
ჩვენებები: ეუფილინი გამოიყენება ბრონქული ასთმისა და სხვადასხვა გენეზების (ბრონქიტი, ემფიზემა) ბრონქოსპაზმების შეტევის კუპირებისთვის;
სისხლმიმოქცევის მცირე წრეში ჰიპერტენზიის, კარდიული ასთმის (განსაკუთრებით ბრონქოსპაზმისა და ჩეინ-სტოქსის ტიპის სუნთქვის თანხლებისას), აგრეთვე ფილტვისმიერი გულის, სუნთქვის ცენტრის ფუნქციის დარღვევისას;
თირკმელების სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად,
ათეროსკლეროზული წარმოშობის ცერებრული სისხლძარღვოვანი კრიზის კუპირებისათვის და თავის ტვინში სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად;
თავის ქალას შიდა წნევისა და იშემიური ინსულტის დროს თავის ტვინის შეშუპების შესამცირებლად და თავის ტვინის სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობისას.

მოზრდილებში ეუფილინის მაქსიმალური დოზა შეადგენს - ერთჯერადად - 0.25 გ-ს, ხოლო დღეღამური - 0.5 გ.

- მძიმე შემთხვევების დროს, განსაკუთრებით რეანიმაციის პირობებში, დოზის გაზრდა შესაძლებელია.

უკუჩვენებები

* ეუფილინის გამოყენება (განსაკუთრებით ვენაში) წინააღმდეგნაჩვენებია პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ექსტრასისტოლიის, მკვეთრი ჰიპოტონიის, ეპილეფსიის არსებობისას.

* მისი გამოყენება დაუშვებელია გულის უკმარისობისას, რომელიც უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია მიოკარდიუმის ინფარქტით (გულის რითმის დარღვევა, კორონარული უკმარისობა).

ორსულობა და ლაქტაცია

ამ პერიოდში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობისა და ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციური რისკის შეფასების შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უსოლიე სიბირსკის ქიმფარმქარხანა
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
თეოფილინი
დოზა
150მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი