ბიცილინ-3 ი/მ ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად 600000სე ფლაკონი #1
ბიცილინ-3 ი/მ ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად 600000სე ფლაკონი #1

ბიცილინ-3 ი/მ ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად 600000სე ფლაკონი #1

უკრაინა

კიევმედპრეპარატები
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს 200000 სე სტერილურ ბენზათინ ბენზილპენიცილინს, 200000 სე სტერილურ ბენზილპენიცილინის კალიუმის მარილს ან 200000 სე სტერილურ ბენზილპენიცილის ნატრიუმის მარილს და 200000 სე სტერილურ ბენზილპენიცილის ნოვოკაინის მარილს.

წამლის ფორმა:
ფხვნილი ინექციის მოსამზადებლად ფლაკონებში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ მგრძნობიარე პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ბენზილპენიცილინის მოქმედების სპექტრის ანალოგიურია. ბიცილინის მიმართ მგრძნობიარეა როგორც გრამდადებითი (Staphylococcus spp., გარდა პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე Streptococcus spp., გარდა S. faecalis, Bacillus anthracis, Clostridium spp., Corynebacterium diphtheriae), ასევე გრამუარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoae, Neisseria meningitidis), აგრეთვე Treponema pallidium.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადია გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობა, მიკობაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები.ჩვენება:
ბიცილინი-3 კმპ გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე როდესაც აუცილებელია სისხლში პრეპარატის მუდმივი კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუნება: სტრეპტოკოკური ფარინგიტებისა და ტონზილიტების, წითელი ქარის, ათაშანგის სამკურნალოდ; აგრეთვე გართულებული რევმატული დაავადებების გამწვავების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
ბიცილინი-3 კმპ შეყავთ მხოლოდ კუნთებში! ვენაში პრეპარატის შეყვანა დაუშვებელია! სუსპენზია მზადდება ასეპტიკურ პირობებში უშუალოდ გამოყენების წინ. ბიცილინი-3 კმპ შემცველ ფლაკონში შეყავთ 5-6 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან საინექციო სტერილური წყალი, ან ნოვოკაინის 0,25-0,5 % ხსნარი, შემდეგ შეანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე, რომელიც მოზრდილებში შეყავთ დუნდულოს ზემო გარეთა კვადრანტში ღრმად, 600000 სე დოზით 6 დღეში ერთხელ. ბიცილინი-3 კმპ-ს სუსპენზიის შეყვანამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში. სისხლის გამოსვლის შემთხვევაში ნემსი აუცილებელია ამოვიღოთ და ინექცია ვაწარმოოთ სხვა ადგილას.უკუჩვენება:
პენიცილინისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბრონქული ასთმა და სხვა ალერგიული დაავადებები.შენახვის პირობები და ვადა:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას,.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კიევმედპრეპარატები
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ბენზათილბენზილპენიცილინი
დოზა
600000სე
ფორმა
ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი