ჩვენება: ნოდუს დეი რეკომენდებულია დღის განმავლობაში ინტენსიური სტრესის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებისა და მღელვარების პერიოდებში. ნოდუს დეი წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს მაგნიუმს, ვიტამინ B6-ს, ლავანდის, სვიის გირჩის და მელისას მცენარეულ ექსტრაქტებს. ვიტამინი B6 არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას, ხოლო მაგნიუმთან ერთად კომბინაციაში ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს სისუსტეს და დაღლილობას. პრეპარატის შემადგენლობა გამდიდრებულია იშვიათი მცენარეული ექსტრაქტებით.
გამოყენების წესი: 1-2 ტაბლეტი დღეში.
გაფრთხილება: არ უნდა გადააჭარბონ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენება საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. საკვები დანამატი განკუთვნილია როგორც მოზრდილების ასევე ბავშვებისათვის, არ იწვევს დამოკიდებულებას.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი.
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25C, არ უნდა მოათავსონ მზის პირდაპირ შუქზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.