დესლობენი ტაბლეტი 5მგ #20
დესლობენი ტაბლეტი 5მგ #20

დესლობენი ტაბლეტი 5მგ #20

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიალერგიული პრეპარატი.

ჩვენებები: ნაჩვენებია მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომები - ცხვირცემინება, ცხვირის ქავილი ან გამონადენი, სასის ქავილი, თვალების ქავილი, შეწითლება ან ცრემლდენა. ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული ალერგიული სიმპტომები, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი კანზე.

დოზირება და მიღების წესი: დესლორატადინის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დესლორატადინი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი