ტიოცეტამი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო (100მგ+25მგ)1მლ 5მლ ამპულა #10
ტიოცეტამი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო (100მგ+25მგ)1მლ  5მლ ამპულა #10

ტიოცეტამი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო (100მგ+25მგ)1მლ 5მლ ამპულა #10

უკრაინა

გალიჩფარმი
პროდუქტის შესახებ
თიოცეტამი
THIOCETAM

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: 1მლ ხსნარი შეიცავს თიაზოტური მჟავას მორფოლინის მარილს 100%-ან ნივთიერებაზე გადაანგარიშებით-25მგ, რაც 16,6მგ თიაზოტური მჟავას ექვივალენტურია; პირაცეტამს-100მგ; დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ჩვენებები: იშემიური ინსულტის და მისი შედეგების მკურნალობა, როგორიცაა მეტყველების დარღვევა, ფსიქიური და სომატური დარღვევები, აქტივობის დაქვეითება, ემოციური სფეროს დარღვევა; სისხლ-ძარღვოვანი, ტოქსიური და ტრავმატული ენცეფალოპათიის მკურნალობა (აღდგენით პერიოდში); აბსტინენტური სინდრომის მოხსნა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, დიაბეტური ენცეფალოპათია.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პირაცეტამის ან თიაზოტური მჟავას მიმართ; თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია; ჰანტინგტონის ქორეა; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა ჰემორაგიული ტიპის მიხედვით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები: არ შეიძლება ტიოცეტამის დანიშვნა პრეპარატებთან, რომლებსაც გააჩნიათ მჟავე pH. პრეპარატის შემადგენლობაში პირაცეტამის არსებობის ხარჯზე შესაძლებელია შემდეგი სახის ურთიერთქმედებები: თირეოიდული ჰორმონები: თირეოიდულ ჰორმონებთან კომბინაციისას შესაძლებელია მიმატებული გაღიზიანებადობა, დეზორიენტაცია და ძილის დარღვევა. Aცენოკუმაროლი: ავადმყოფებში მორეციდივე თრომბოზის მძიმე მიმდინარეობით მაღალი დოზებით (9,6გ-დღეში) პირაცეტამის გამოყენება არ მოქმედებდა აცენოკუმაროლის დოზირებაზე პროთრომბინული დოზის 2,5-3,5 მნიშვნელობის მისაღწევად, მაგრამ მისი ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნებოდა თრომბოციტების აგრეგაციის დონის, ფიბრინოგენის დონის, ვილებრანდის ფაქტორების (კოაგულაციური აქტივობა (VIII: C); კო-ფაქტორი რისტოცეტინი (VIII: vW: Rco) და სისხლის პლაზმაში პროტეინი (VIII: vW: Ag)), სისხლის და პლაზმის სიბლანტის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

გამოყენების თავისებურებანი: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობით.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ხანდაზმული ასაკის პირებში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენები ავადმყოფების ამ ჯგუფში უფრო ხშირად აღნიშნება.
ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებში.
იმასთან დაკავშირებით, რომ პირაცეტამი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, ის სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული ავადმყოფებში ჰემოსტაზის დარღვევით, მდგომარეობებით, რომელთაც შეიძლება ახლდეს სისხლდენა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული), დიდი ქირურგიული ოპერაციების დროს (სტომატოლოგიური ჩარევების ჩათვლით), ავადმყოფებში მძიმე სისხლდენის სიმპტომებით ან ავადმყოფებში, რომლებსაც ანამნეზში ჰემორაგიული ინსულტი აქვთ; პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულატებს, თრომბოციტულ ანტიაგრეგანტებს, აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დიზების ჩათვლით.
ხანგრძლივი თერაპიის დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში: გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს: ამ მომენტისათვის ასეთი შეტყობინებები არ არსებობს. მაგრამ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ტიოცეტამის გამოყენების დროს პირებში, რომლებიც მართავენ ავტოტრანსპორტს ან მუშაობენ სახიფათო მექანიზმებთან, ნერვული სისტემის მხრივ გევრდითი მოვლენების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

გამოყენების წესი და დოზირება: იშემიური ინსულტის დროს და მისი შედეგების სამკურნალოდ ნიშნავენ 20-30მლ პრეპარატს, წინასწარ განზავებულს 100-150მლ 0,9%-ან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, და შეყავთ ინტრავენურად წვეთოვნად 1 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 2 კვირას. ენცეფალოპათიის სამკურნალოდ და აბსტინენტური სინდრომის მოსახსნელად ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს ნიშნავენ ინტრამუსკულარულად 5მლ პრეპარატს 1 ჯერ დღეში 10-15 დღის განმავლობაში.

ბავშვები: არ გამოიყენება.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: პრეპარატის გვერდითი მოქმედების გამოვლინების გაძლიერება. ასეთ შემთხვევებში წყვეტენ პრეპარატის გამოყენებას და ნიშნავენ სიმპტომატურ მკურნალობას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გალიჩფარმი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
პირაცეტამი+თიაზოტიკის მჟავა
დოზა
(100მგ+25მგ)1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი