პროდუქტის შესახებ
V-გლიპტმეტი 50მგ-1000მგ: ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები 50მგ-1000მგ: აღწერილობა: ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე, კაფსულის ფორმის, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს N-N მარკირებით და ორივე მხარეს გამყოფი ხაზით.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ვილდაგლიპტინს-50მგ-ს; მეტფორმინის ჰიდროქლორიდს-1000მგ-ს; დამხმარე ნივთიერებები: საკმარისი რაოდენობით. საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP, რკინის ოქსიდი (ყვითელი) USP NF.
ჩვენება: V-გლიპტმეტი გამოიყენება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ იმ პირებში, რომლებიც ცალ-ცალკე უკვე ღებულობდნენ ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ტაბლეტებს, ან რომელთა დიაბეტის კონტროლი მხოლოდ მეტფორმინით არ არის შესაზლებელი. V-გლიპტმეტი ასევე გამოიყენება სულფონილშარდოვანასთან ერთად იმ პაციენტებში, რომელთა შაქრის დონე სისხლში ადეკვატურად არ კონტროლდება მხოლოდ მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას მიღებით.
V-გლიპტმეტი ასევე გამოიყენება ინსულინთან ერთად, როდესაც ინსულინისა და მეტფორმინის სტაბილური დოზა არ უზრუნველყოფს სისხლში შაქრის შესაბამის კონტროლს.
იგი ინიშნება ექიმის მიერ დიეტასა და ვარჯიშთან ერთად.
V-გლიპტმეტი შეიცავს ორ ინგრედიენტს: ვილდაგლიპტინს, რომელიც მიეკუთვნება კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულოვანი აპარატის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების კლასს, და მეტფორმინი, რომელიც მიეკუთვნება „ბიგუანიდების“ კლასს.
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი ცნობილია როგორც „არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (NIDDM)“ ან „მოზრდილთა დიაბეტი“.
მე-2 ტიპის დიაბეტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს ინსულინს
ან თუ
ინსულინი, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში, სათანადოდ ვერ მუშობს. იგი ასევე შეიძლება განვითარდეს, თუ ორგანიზმი გლუკაგონს დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს. ინსულინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს შაქრის დონის შემცირებას სისხლში, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. გლუკაგონი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლში შაქრის წარმოქმნას, რაც სისხლში შაქრის დონის მომატებას იწვევს. ორივე ნივთიერება კუჭქვეშა ჯირკვალში წარმოიქმნება. მისი ზემოქმედებით კუჭქვეშა ჯირკვალში
მეტი ინსულინი და ნაკლები გლუკაგონი წარმოიქმება (ვილდაგლიპტინის მოქმედება), იგი ასევე ეხმარება ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს მის მიერ წარმოებული ინსულინი (მეტფორმინის მოქმედება).
ექიმი დანიშნავს V-გლიპტმეტს ცალკე ან სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, იმისათვის, რომ პაციენტმა ჩაანაცვლოს დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, რომლებსაც უკვე ღებულობს, რადგან მხოლოდ ეს მედიკამენტები არ არის საკმარისი სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის.
მნიშვნელოვანია, V-გლიპტმეტის მკურნალობის დროს დაიცვან რეკომენდებული დიეტა ან-და გააგრძელონ ვარჯიში.
პრეპარატთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება: აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება თუ პაციენტს აქვს ალერგია: ვილდაგლიპტინის ან მეტფორმინის (აქტიური ინგრედიენტების) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ნებისმიერი სხვა მსგავსი მედიკამენტის მიმართ (მაგალითად, იმავე კლასის ან მსგავსი სტრუქტურის მქონე მედიკამენტები, თუ ისინი ჩამოთვლილია გამოყენების ინსტრუქციაში). შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციის ზოგიერთი სიმპტომი: ქოშინი; ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება; სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება; გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჭინჭრის ციება.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
36386
ბრენდი
ექსემედ ფარმაცევტიკალსი
ჯენერიკი
ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი