პროდუქტის შესახებ
ოტოდუო
დექსამეტაზონის ფოსფატი 1მგ-მლ+ოფლოქსაცინი 3მგ-მლ
ყურის წვეთები, ხსნარი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. აუცილებელია ინსტრუქციის შენახვა, რადგან მკურნალობის პროცესში შეიძლება საჭიროა გახდეს მისი ხელახალი გაცნობა. დამატებიტი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრქუციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია არის დექსამეტაზონის ფოსფატი და ოფლოქსაცინი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1მგ დექსამეტაზონის ფოსფატს (დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით) და 3მგ ოფლოქსაცინს. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის წყალბადის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს ჰიდროქლორმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის კორექციისთვის.
ჩვენება: ოტოდუო ნაჩვენებია ყურის ბაქტერიული წარმოშობის შემდეგი ანთებითი და ინფექციური მდგომარეობების სამკურნალოდ: გარეთა ყურის ანთება, მოზრდილებსა და 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვებში; შუა ყურის ანთება 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, ტიმპანოსტომიის მილით.
უკუჩვენება: არ გამოიყენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია დექსამეთაზონის ფოსფატის ან ოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; თუ აქვს ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ოტოდუოს გამოყენების წინ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ყურებში. არ შეიძლება მისი გადაყლაპვა, ინექცია ან ინჰალაცია. რადგან ტოპიკალური გამოყენების შედმეგ დექსამეტაზონის და ოფლოქსაცინის მცირე რაოდენობები შეიძლება ორგანიზმმა შეიწოვოს, შეიძლება განვითარდეს შესაძლო გვერდითი მოვლენების სისტემური გამოყენებისას. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები. შემდეგ სიტუაციებში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს: თუ ინფექცია არ გაუმჯობესდა მკურნალობის ერთი კვირის შემდეგ; თუ გრძელდება ოტორეა (ყურიდან თხევადი გამონადენი) მკურნალობის დასრულების შემდეგ; თუ პაციენტს აქვს ოტორეის ორი ან მეტი ეპიზოდი მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის პერიოდში.
სხვა პრეპარატები და ოტოდუო: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ამჟამად ღებულობს, ცოტა ხნის წინ ღებულობდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი. რეკომენდებული არ არის კომბინირებული გამოყენება ყურის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად. თუ საჭიროა ერთზე მეტი პრეპარატი, რეკომენდებულია მათი ცალ-ცალკე მიღება. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ოტოდუოს ეფექტები და ექიმმა შეიძლება ჩაატაროს ზედმიწევნითი მონიტორინგი ამ პრეპარატების მიღებისას (მათ შორის აივ სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი: რიტონავირი, კობიცისტატი).
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ოტოდუოს გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. ეს პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო სარგებელი ამართლებს ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.
ოტოდუოს გამოყენება რეკომენდებული არ არის ლაქტაციის პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, ამგვარად, მისი გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში. როდესაც საჭიროა მკურნალობის ჩატარება, მკურნალი ექიმის მიერ მოხდება ლაქტაციის შეწყვეტის შეფასება.
გაფრთხილება: ოტოდუო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ეს პრეპარატი შეიცავს 0.1მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის ყოველ მოლ-ში.
გამოყენების წესი: ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარნაცევტს. რეკომენდებული დოზა არის 3-4 წვეთი დაავადებულ ყურში, დღეში 2-3-ჯერ, 7-10 დღის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
36854
ბრენდი
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
ჯენერიკი
დექსამეტაზონი+ოფლოქსაცინი