ენტეროჯერმინა კაფსულა #12

ენტეროჯერმინა კაფსულა #12

იტალია

სანოფი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: 2 მილიარდ Bacillus clausii-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს. დამხმარე ნივთიერებები: კაოლინი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470); კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: ნაწლავური დისბაქტერიოზისა (დისმიკრობიოზის) და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის დასახმარებელი მკურნალობა. კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მწვავე და ქრონიკული დარღვევები ბავშვებში, რაც დამახასიათებელია ინტოქსიკაციის ან ნაწლავური დისბაქტერიოზისა (დისმიკრობიოზის) და დევიტამინოზისათვის.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

დოზირება და გამოყენების წესი: შიგნით ანუ პერორალურად მისაღებად. დოზირება: მოზრდილებისთვის: 2-3 კაფსულა დღეში. მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სადღეღამისო დოზას, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. პრეპარატის ერთჯერადი დოზების (1 კაფსულა) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3-4 საათს.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: 1-2 კაფსულა დღეში. მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სადღეღამისო დოზას, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს დღეში 1 კაფსულას, პრეპარატი უნდა იქნას მიღებული დღეში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის სადღეღამისო დოზა აღემატება 1 კაფსულას, პრეპარატის ერთჯერადი დოზის (1 კაფსულა) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3-4 საათს.

მიღების წესი: კაფსულა მიიღება მცირე რაოდენობის წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს უჭირთ კაფსულის გადაყლაპვა, პრეპარატი გამოიყენება სუსპენზიის ფორმით. მოცემული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ პერორალურად ანუ შიგნით მისაღებად დალევის გზით. არ გამოიყენება სხვა გზით!

განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები: ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს, პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკის დოზებს შორის ინტერვალში. მოცემული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ შიგნით ანუ პერორალურად მისაღებად. არ გამოიყენება სხვა გზით! არასწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციებიდ (ანაფილაქსიური შოკი) განვითრება.

ორსულობა და ლაქტაცია: მოცემული პრეპარატის მიღება არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: სიხშირე უცნობია: რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გამოყენებისას არსებობს ცნობები ალერგიული რეაქციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება. ბაქტერიემია (დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში). გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენისშემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: 12 კაფსულა პვქ-პვდქ-ალუმინის ბლისტერში. თითო ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

სამკურნალო ფორმა: კაფსულები.

აღწერილობა: მყარი თეთრი ჟელატინის კაფსულები.

მწარმოებელი: სანოფი ს.პ.ა., იტალია (Sanofi S.p.A., Italy).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანოფი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ბაცილუს კლაუსი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
12
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი