კვეტიაპინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #60
კვეტიაპინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #60

კვეტიაპინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #60

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა კვეტიაპინი დოზით, რომელიც შეესაბამება 25 მგ, 100 მგ, 200 მგ და 300 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (C ტიპი), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი; ტაბლეტის გარსი: კეტიაპი 25 მგ: ჰიპრომელოზა 6cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3350, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნეიროლეფსიური სამკურნალო საშუალებები.

ჩვენებები: ბიპოლარული დეპრესია: მდგომარეობა, როდესაც არის მოწყენილობის შეგრძნება. შესაძლებელია პაციენტი გრძნობდეს დათრგუნვას, გრძნობდესთავს დამნაშავედ, უძლურებას, მადის დაქვეითებას ან უძილობას. მანიაკალური დარღვევები: რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ძლიერი აღგზნება, კარგი ხასიათი, შფოთვა, შთაგონება ან მომატებული აქტიურობა, ასევე აზროვნების დარღვევა, მათ შორის აგრესიულობა ან სოციალური ქცევის დარღვევა. შიზოფრენია: რომლის დროსაც შესაძლოა ესმოდეს ან გრძნობდეს რაიმეს, რომელიც რეალურად არ არსებობს, შესაძლოა სჯეროდეს საგნების არსებობა, რომლებიც არარეალურია. შესაძლებელია უჩვეულო ეჭვიანობა, შფოთვა, ცნობიერების არევა, თავის დამნაშავედ გრძნობა, დაძაბულობა ან დათრგუნვა.

დოზირება და მიღების წესი: კვეტიაპინის მიღება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. საწყისი დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ. შემანარჩუნებელი დამოკიდებული იქნება არსებულ დაავადებაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად, თუმცა როგორც წესი შეადგენს 150-800 მგ-ს. პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ ძილის წინ, ან დღეში ორჯერ არსებული დაავადების მიხედვით. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, საკვებისგან დამოუკიდებლად. კვეტიაპინის მიღებისას დაუშვებელია გრეიპფრუტის წვენის მიღება, ვინაიდან შესაძლებელია იმოქმედოს პრეპარატის ეფექტზე. დაუშვებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა მაშინაც კი, თუ აღინიშნება თვითშეგრძნების გაუმჯობესება. ღვიძლისმიერი დარღვევების ან ხანდაზმულთა ასაკის შემთხვევაში ექიმის მიერ შესაძლოა შეიცვალოს მისაღები დოზა. კეტიაპი არ ინიშნება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კვეტიაპინის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. შემდეგი სახის პრეპარატების მიღების შემთხევაში: აივ-ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, სოკოს საწინააღმდეგო აზოლური პრეპარატები, ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ნეფაზოდონი დეპრესიის სამკურნალოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ქვეტიაპინი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი