სორვიტიმბი ტაბლეტი 20მგ+10მგ #30

სორვიტიმბი ტაბლეტი 20მგ+10მგ #30

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - rosuvastatin+ezetimibe
სორვიტიმბი შეიცავს ორ განსხვავებულ მოქმედ ნივთიერებას. ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერებაა როზუვასტატინი, რომელიც ეკუთვნის ე.წ. სტატინების ჯგუფს, მეორე მოქმედი ნივთიერება არის ეზეტიმიბი.
სორვიტიმბი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, „ცუდი“ ქოლესტერინის (დსლპ ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერებების - ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში. გარდა ამისა, სორვიტიმბი ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის დონეს (მსლპ ქოლესტერინი). მსლპ ქოლესტერინს ხშირად უწოდებენ „კარგ“ ქოლესტერინს, რადგან ის ხელს უშლის „ცუდი“ ქოლესტერინის ჩაშენებას არტერიებში და იცავს გულის დაავადებებისგან.
სორვიტიმბი ქოლესტერინს ამცირებს ორი გზით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

სორვიტიმბი გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი ქოლესტერინის დონის კონტროლი მხოლოდ ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტის საშუალებით. ამ მედიკამენტის მიღებისას, პაციენტმა უნდა გააგრძელოს ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სორვიტიმბი, თუ უკვე იღებთ როზუვასტატინს და ეზეტიმიბს იმავე დოზებით.

სორვიტიმბი არ არის განკუთვნილი წონის დასაკლებად.

სორვიტიმბის გამოყენების დროს ადამიანების უმეტესობას შეუძლია მართოს სატრანსპორტო საშუალებები და გამოიყენოს მექანიზმები - თუ იგი გავლენას არ ახდენს მათ შესაძლებლობებზე. ამასთან, სორვიტიმბით მკურნალობის დროს ზოგიერთ ადამიანს უვითარდება თავბრუსხვევა. თუ გაქვთ თავბრუსხვევა, სატრანსპორტო საშუალების მართვამდე ან მექამიზმების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
როგორ უნდა მიიღოთ სორვიტიმბი
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სორვიტიმბის მიღების დაწყებამდე უნდა იყოთ დიეტაზე, რათა შეამციროთ თქვენი ქოლესტერინი და იმკურალოთ როზუვასტატინით და ეზეტიმიბით იმავე დოზის დონეზე. ეს წამალი არ არის შესაფერისი მკუნალობის დასაწყებად.
სორვიტიმბის მიღებისას უნდა დაიცვათ ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტა.
რეკომენდებული დოზაა სორვიტიმბის ერთი ტაბლეტი პერორალურად დღეში ერთხელ. მისი მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თითოეული ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ წყლის დაყოლებით. მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
სორვიტიმბის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში.
ქოლესტერინის რეგულარული შემოწმება

ქოლესტერინის რეგულარული შემოწმების მიზნით აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ქოლესტერინმა მიაღწია და რჩება სწორ დონეზე.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი სორვიტიმბი
რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ მოხვდებით საავადმყოფოში ან მკურნალობთ სხვა მდგომარეობის გამო, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ სორვიტიმბს.

თუ დაგავიწყდათ სორვიტიმბის მიღება
არ იღელვოთ, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ სორვიტიმბის მიღებას
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ შეწყვიტოთ სორვიტიმბის მიღება. სორვიტიმბის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
როზუვასტატინი+ეზეტიმიბი
დოზა
20მგ+10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი