ჩვენებები ცეფიქსიმი ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, სინუსიტი, მწვავე პნევმონია, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი. საშარდე ტრაქტის ინფექციები: მწვავე ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი. ცეფიქსიმი ეფექტურია შემდეგი ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: Streptococcus pneumonia, Streptococcus pyogenes, E. coli, P. mirabilis, H. influenza (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), B. catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი). ცეფიქსიმს გააჩნია ბეტა-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობის მაღალი ხარისხი. მიღების წესები და დოზები ზიმაქსი არის პერორალური ანტიბიოტიკი და ცეფიქსიმის აბსორბციის სიჩქარეზე საკვები გავლენას არ ახდენს. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს დღეში 400 მგ-ს, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ან 200 მგ ყოველ 12 საათში. საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება 200 მგ დოზა. დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში: გამოიყენება მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია. დოზირება თირკმლის უკმარისობისას: ზიმაქსის ტაბლეტების მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობისას. ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსია 60 მლ/წთ ან მეტი. 21 და 60 მლ-ს შორის კლირენსისას მიიღება სტანდარტული დოზის 75% სტანდარტული ინტერვალით. პაციენტებში, რომლებშიც კლირენსი არის <20მლ/წთ ან იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონულ დიალიზზე, გამოიყენება სტანდარტული დოზის 50% სტანდარტული ინტერვალით. პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობა ორგანიზმიდან არ გამოიდევნება არც ჰემოდიალიზით და არც პერიტონული დიალიზით. უკუჩვენება ცეფიქსიმი უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკების ცეფალოსპორინების ჯგუფის მიმართ დადგენილი ალერგიისას. ორსულობა და ლაქტაცია: გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მკაფიოდ ნაჩვენებია.
შენახვის პირობები და ვადები ინახება 30ძC - მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში. ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.