ასაფენი ტაბლეტი საღეჭი 80მგ #500

ასაფენი ტაბლეტი საღეჭი 80მგ #500

კანადა

ფარმასციენს
კალათის ფასდაკლება
-
85.05
პროდუქტის შესახებ
მოქმედება და კლინიკური ფარმაკოლოგია
ASA ხელს უშლის პროსტაგლანდინების წარმოქმნას სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, ფერმენტ ციკლო-ოქსიგენაზას აცეტილაციის გზით. პროსტაგლანდინები თავისთავად ძლიერი გამღიზიანებლები არიან და იწვევენ თავის ტკივილს და ტკივილს ინექციის დროს. პროსტაგლანდინები აგრეთვე ზრდის ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობას ჰისტამინის და ბრადიკინინის მიმართ. ანთებითი პროცესის დროს პროსტაგლანდინების სინთეზისა და განთავისუფლების დათრგუნვით, ASA ზღუდავს ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობას.
ASA-ს ანტიპრეტული მოქმედება განპირობებულია თავის ტვინში პროსტაგლანდინ E 1–ის წარმოქმნის დათრგუნვის უნარით. პროსტაგლანდინი E1 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პიურეტულ აგენტს.
ჩვენება დაკლინიკურიგამოყენება
აცეტილსალიცილის მჟავა (ASA) ნაჩვენებია ცხელების, სუსტი და ზომიერი ტკივილის შესამსუბუქებლად სხვადასხვა მდგომარეობის დროს, როგორიცაა ტკივილი, გაციება, გრიპი, თავის ტკივილი, ართრიტი ან რევმატიზმი, შაკიკი, მენსტრუალური ტკივილი, სტომატოლოგიური პროცედურის დროს ან შემდეგ, კბილის ტკივილის, კუნთის და მყესის დაჭიმულობისას.
ASAPHEN 80 მგ საღეჭი ნაჩვენებია მსუბუქი და ზომიერი ტკივილისა და ცხელების შესამსუბუქებლად.
ASAPHEN E.C. 80 მგ ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ რევმატიული და ართრიტული ტკივილის დროს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

უკუჩვენება
სალიცილის მჟავას მიმართ მგრძნობელობა, კუჭის აქტიური წყლულოვანი დაავადება.
სიმპტომებიდამკურნალობადოზის გადაჭარბებისას
სიმპტომები
დოზის მცირედ გადაჭარბების დროს შესაძლებელია გახშირებული და ღრმა სუნთქვა, გულისრევა, პირღებინება, ვერტიგო, შუილი ყურში, ალები, ოფლიანობა, წყურვილი, არიდული ტაქიკარდია. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება მოხდეს მჟავა-ტუტოვანი დარღვევები, მათ შორის რესპირატორული ალკალოზი და მეტაბოლური აციდოზი. სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ცხელება, სისხლდენა, აგზნება, დაბნეულობა, კრუნჩხვები ან კომა და რესპირატორული უკმარისობა.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური დარღვევების პრევენციასა და მართვას. თირკმლის კლირენსი იზრდება შარდის გამოყოფის გაზრდით და ტუტე დიურეზით, მაგრამ საჭიროა სიფრთიხილე, რომ არ გაღრმავდეს მეტაბოლური აციდოზი და ჰიპოკალემია. მჟავიანობა უნდა იქნას აცილებული ნატრიუმისა და ნატრიუმის ბიკარბონატის შემცველი სითხეების საშუალებით. სალიცილატის დოზის გადაჭარბებას შეიძლება მოჰყვეს ჰიპოგლიკემია და მისი მართვა შესაძლებელია გლუკოზის ხსნარებით. თუ ჰემორაგიული დიათეზი აშკარაა, მიიღეთ ვიტამინი K. ჰემოდიალიზი შეიძლება სასარგებლო იყოს რთული მჟავა-ტუტოვანი დარღვევის დროს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას.
დოზირებადა მიღების წესი
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
ასაფენი: ბავშვები: 2 წლამდე: ექიმის დანიშნულებით;
(ASAPHEN E.C. 80 მგ დოზირება ექიმის დანიშნულებით. ზემოთ მოყვანილი მითითებების გათვალისწინებით): დოზირება ბავშვებში: 6 წლის ასაკამდე: ექიმის დანიშნულებით

ფარმაკოლოგიურიინფორმაცია
სამკურნალო საშუალება
დასახელება: აცეტილსალიცილის მჟავა
ქიმიური დასახელება: 2- (აცეტილოქსი) ბენზოის მჟავა;
სალიცილის მჟავა აცეტატი.
სტრუქტურა:.
მოლეკულური ფორმულა: C9H8O4
მოლეკულური წონა: 180,16 გ / მოლი
ფიზიკური და ქიმიურითვისებები
აღწერილობა: თეთრი გრანულები, ჩვეულებრივ მილისებური ან ნემსის მსგავსი, ან თეთრი კრისტალური ფხვნილი. უსუნო ან სუსტი სუნი.
ხსნადობა: მსუბუქად ხსნადი წყალში; სრულად ხსნადი ალკოჰოლში; ხსნადი ქლოროფორმში და ეთერში; იშვიათად ხსნადი აბსოლუტურ ეთერში.
pK მონაცემი (25 რC): 3.49
ლღობის წერტილი: 135 რC (სწრაფი გაცხელება)
შემადგენლობა
ასაფენი ®
თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 80 მგ აცეტილსალიცილის მჟავას, როგორც აქტიურ ნივთიერებას.
დამხმარე ინგრედიენტები: DC Yellow # 10, FDC Red # 40, მანიტოლი, ნარინჯისფერი არომატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის საქარინი, სტეარინის მჟავა.
ასაფენი ® E.C. 80 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ აცეტილსალიცილის მჟავას, როგორც აქტიური ნივთიერება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმასციენს
ქვეყანა
კანადა
ჯენერიკი
აცეტილსალიცილის მჟ
დოზა
80მგ
ფორმა
ტაბლეტი საღეჭი
რაოდენობა შეფუთვაში
500
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი