/images/logo_ka.svg
პროქტოვერინი სანთელი რექტალური #10
პროქტოვერინი სანთელი რექტალური #10
OutOfStock
დროებით არ არის გაყიდვაში

პროქტოვერინი სანთელი რექტალური #10

ბელარუსი

რუბიკონი

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Benzocaine,Papaverine,Dexpantenol,Cetylp
სამკურნალო საშუალების დასახელება
სავაჭრო დასახელება: პროქტოვერინი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კომბინირებული სამკურნალო საშუალება.
აღწერა:ტორპედოს მსგავსი ფორმის სუპოზიტორიები თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე. დასაშვებია შეფერილობის არაერთგვაროვნება თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე და ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა.
ერთი სუპოზიტორიის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: ბენზოკაინი - 150 მგ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი - 20 მგ, დექსპანთენოლი - 50 მგ, ცეტილპირიდინის ქლორიდი - 2 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, მყარი ცხიმი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ბუასილის და ანალური ნაპრალის სხვა სამკურნალო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის.

გამოყენების ჩვენებები:
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გამწვავების ფაზაში I-II ხარისხის ბუასილით დაავადებულ პაციენტებში.

მიღების მეთოდი და დოზა:
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენის პროცედურების ჩატარების შემდეგ. წინასწარ დაიბანეთ კანი ანუსის გარშემო თბილი წყლით ან გაიწმინდეთ დასველებული რბილი ხელსახოცით, ფრთხილად გააშრეთ ტუალეტის ქაღალდით ან რბილი ქსოვილით. სუპოზიტორიის შეყვანამდე აუცილებელია მისგან დამცავი პლასტიკური გარსის მოხსნა.
პრეპარატი შეჰყავთ სწორ ნაწლავში 1 სუპოზიტორია 2-ჯერ დღეში მწვავე კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე. კლინიკური სურათის გაუმჯობესების შემდეგ გადადიან 1 სუპოზიტორიის შეყვანაზე დღეში 1-ჯერ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
არ გამოიყენოთ დიდი ხნის განმავლობაში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება დეფეკაციის შემდეგ.

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ანამნეზში ალერგიული რეაქციები სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე;
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე;
- 75 წელს გადაცილებული ასაკი (ჰიპერთერმიის განვითარების რისკი);
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი (მწვავე და ახლახან გადატანილი), ბრადიკარდია, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი);
- ქალასშიდა ჰიპერტენზია;
- გლაუკომა;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- სასუნთქი სისტემის მძიმე დარღვევები, სუნთქვის დათრგუნვა;
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ანორექტალური ფისტულა, პარაპროქტიტი, პორტული ჰიპერტენზია, ანუსის, მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის მიდამოში ნებისმიერი სხვა პათოლოგიური მდგომარეობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რუბიკონი
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
ბენზოკაინი+პაპავერინი+დექსპანთენოლი+ცეტილპირიდინი
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
10
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
chat