აზიმაკი კაფსულა 500მგ #3

აზიმაკი კაფსულა 500მგ #3

საქართველო

ჯი-ემ-პი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების-აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინიზირებული სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენება: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია); ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება); ქუნთრუშა; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები); უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი და-ან ცერვიციტი); ლაიმას დაავადება (ბორელიოზი); Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ანამნეზში მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები: დიდი სიფრთხილეა საჭირო ღვიძლისა და-ან თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სმენის დროებითი დაკარგვა. მკურნალობა: საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: აზიმაკი და ანტაციდური პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა მიღებებს შორის 2 საათიანი ინტერვალის დაცვა. არ აღინიშნება აზიმაკისა და თეოფილინის, პერორალური ანტიკოაგულანტების, კარბამაზეპინის, ფენიტოინის, დიგოქსინის, ციკლოსპორინისა და ერგოტამინის ურთიერთგავლენა.

დოზირება და მიღების წესი: აზიმაკი ინიშნება აუცილებლად ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500მგ ერთხელ დღეში, II დღიდან V დღემდე 250-250მგ დღიური დოზა; ან 500მგ-დღეში სამი დღის განმავლობაში (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1გ. ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (erythema migrans) სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1გ ერთ მიღებაზე, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3გ-ს). ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში-პირველ დღეს 10მგ-კგ; შემდეგი ოთხი დღე-5მგ-კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10მგ-კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30მგ-კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობა და შენახვის პირობები: პრეპარატის ვარგისობის ვადა-3 წელი.

შენახვის წესი: ინახება 10-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: კაფსულა 250მგ, 6 კაფსულა ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა-მუყაოს კოლოფში; კაფსულა 500მგ, 3 კაფსულა ბლისტერში; მეორადი შეფუთვა-მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.


მწარმოებელი: შპს “ჯი-ემ-პი”, საქართველო.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
500მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
3
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი