ტაგერა-ფორტე ტაბლეტი 1000მგ #2

ტაგერა-ფორტე ტაბლეტი 1000მგ #2

ინდოეთი

ლაბ. უნიქემი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Secnidazolum

შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
სეკნიდაზოლს – 500 მგ ან 1000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი , კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, კროსპოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსველი ნივთიერებების ნარევი.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 500 მგ ან 1000 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიპროტოზოული საშუალება. P01 AB07.

ჩვენება:
• ნაწლავური და ღვიძლისმიერი ამებიაზი;
• ლამბლიოზი;
• ტრიქომონული ურეთრიტი და ვაგინიტი;
• ბაქტერიული ვაგინოზი.

მიღების წესი და დოზირება:
სეკნიდაზოლი მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობით სითხესთან ან ნახევრად თხევად საკვებთან ერთად.
ნაწლავური ამებიაზი: მწვავე, კლინიკურად გამოხატული ნაწლავური ამებიაზის სამკურნალოდ მოზრდილებში ინიშნება 2 გ, ხოლო ბავშვებში - 30 მგ/კგ ერთჯერადად. უსიმპტომო ნაწლავური ამებიაზის დროს - მოზრდილებში 2 გ, ბავშვებში 30 მგ/კგ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: ღვიძლის ამებიაზის სამკურნალოდ ინიშნება მოზრდილებში - 1.5 გ დღეში, ბავშვებში _ 30 მგ/კგ ერთ მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი (Giardia Lamblia), ტრიქომონული ურეთრიტი და ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი: ინიშნება 2 გ ერთჯერადად.

გვერდითი მოვლენები:
სეკნიდაზოლი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა იშვიათად შეიძლება აღინიშნოს მეტალის გემო პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გლოსიტი, სტომატიტი, შექცევადი ლეიკოპენია. ძალზე იშვიათად სეკნიდაზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაღლილობა და თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები - ჭინჭრის ციება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება.
ორსულობა და ლაქტაცია:
დაუშვებელია სეკნიდაზოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. უნიქემი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
სეკნიდაზოლი
დოზა
1000მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
2
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი