/images/logo_ka.svg
ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ #1
ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ #1

ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი

პროდუქტის შესახებ
დასახელება - ამბროქსოლი ბენე ფარმი სიროფი 15მგ/5მლ 100მლ #1

სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი;
ჩვენებები.
ამბროქსოლი 15 გამოიყენება მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ბლანტი, ძნელად მოსაშორებელი სისველის წარმოქმნა: მწვავე და ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქოექტატური დაავადება, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა ძნელად მოსაშორებელი სისველით; ოპერაციის შემდგომ ფილტვებზე გართულებების მკურნალობასა და პროფილაქტიკისათვის; ბრონქოსკოპიისათვის მომზადების დროს და ჩატარებული მანიპულაციის შემდეგ; ფილტვების მუკოვისციდოზის დროს.
უკუჩვენებები.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას (ალერგიისას) ამბროქსოლის მიმართ, ასევე ავადმყოფებისათვის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით.
გამოყენების წესი და დოზები.
ამბროქსოლი 15 მიიღება შინაგანად საზომი კოვზებით ჭამის შემდეგ:


6-12 წლის ბავშვები 1 ს/კ 2-3 ჯერ დღეში
2-6 წლის ბავშვები 1/2 ს/კ 3 -ჯერ დღეში
1-2 წლის ბავშვები 1/2 ს/კ 2-ჯერ დღეში
1 წლამდე ბავშვები 1/4-1/2 ს/კ 2-ჯერ დღეში

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პირველი 2-3 დღე პრეპარატის დოზების გაზრდა შეიძლება ორჯერ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 4-14 დღეს.
ჭარბი დოზა. ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია საკვების გადამუშავების დარღვევა, დისკომფორტი ან ტკივილები აპიგასტრალურ არეში, კუჭის გადავსების შეგრძნება, ღებინება, გულისრევა. ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები.
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ამბროქსოლი
დოზა
15მგ/5მლ
ფორმა
სიროფი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat