ბისენიუსი ტაბლეტი 10მგ #30

ბისენიუსი ტაბლეტი 10მგ #30

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
პროდუქტის შესახებ
ბისენიუსი 10მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბისოპროლოლის ფუმარატი
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით უნდა წაიკითხონ სრული ისნტრუქცია, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება კვლავ საჭირო გახდეს მ ისის გადაკითხვა. თუ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ უნდა მოხდეს მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები პაციენტისას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში.

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10მგ-ს.

ჩვენება: ბისენიუსის ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ბეტა-ბლოკერები. ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ორგანიზმის რეაქციაზე ზოგიერთ ნერვულ იმპულსზე, განსაკუთრებით გულის მხრივ. შედეგად, ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას და უფრო ეფექტურს ხდის გულიდან სისხლის გადატუმბვას სხვა ორგანოებში. ბისენიუსის ტაბლეტები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ და გულ-მკერდის არეში ტკივილის (სტენოკარდია) პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი: მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიეამრთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტი მიიღება წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. არ უნდა დაფშვნან და არ დაღეჭონ ტაბლეტი. ჩვეულებრივ, ბისენიუსის ტაბლეტებით მკურნალობა ხანგრძლივია.

მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით: ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 10მგ ბისოპროლოლს. იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად რეაგირებს პაციენტი პრეპარატზე, მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოზის 5მგ-მდე შემცირების ან 20მგ-მდე გაზრდის შესახებ. არ შეიძლება დღე-ღამეში 20მგ დოზის გადაჭარბება. ამ საკითხთან დაკავშირებით მითითებებს მიიღებს პაციენტი მკურნალი ექიმისგან.
ასევე, ეტიკეტზე მითითებულია მისაღები ტაბლეტების რაოდენობა და სიხშირე.
ფარმაცევტი დაეხმარება პაციენტს, თუ ის არ არის დარწმუნებული რაიმე საკითხში.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, მკურნალი ექიმი ჩვეულებრივ ურჩევს პაციენტს დოზის თანდათანობით შემცირებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.

ბავშვები და მოზარდები:ბავშვებსა და მოზარდებში ბისენიუსის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დოზის გადაჭარბება: თუ პაციენტმა მიიღო ბისენიუსის ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან მიმართოს საავადმყოფოს უბედური შემთხვევებისა და სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან უნდა იქონიოს ტაბლეტები. მკურნლაი ექიმი მიიღებს საჭირო ზომებს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება აღენიშნოს შენელებული პულსი, სუნთქვის მწვავე გაძნელება, თავბრუსხვევის შეგრძნება ან კანკალი (სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითების გამო).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბისოპროლოლი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი