პროდუქტის შესახებ
აბიზოლი იზიტაბი 10მგ
ოროდისპერგირებადი ტაბლეტები
არიპიპრაზოლი
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს სრულ ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი წაკითხვა. დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად დაუშვებელია პრეპარატის სხვებისთვის მიცემა, რადგან აღნიშნული შეიძლება საზიანო იყოს მათთვის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში.
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებაა არიპიპრაზოლი. ერთი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 10მგ არიპიპრაზოლს. სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის სილიკატი, მანიტოლი, მანიტოლი DC, პლასდონი XL-10, კროსპოვიდონი CL, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, ღვინის მჟავა, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაგნიუმის სტეარატი, ალუბლის არომატიზატორი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 200.
ჩვენება: აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას არიპიპრაზოლს და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანტიფსიქოზური პრეპარატები. ის გამოიყენება მოზრდილებისა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ ისეთი სიმპტომებით დამახასიათებელი დაავადება, როგორიცაა არარსებული საგნების გაგონება, დანახვა ან შეგრძნება, ეჭვიანობა, მცდარი შეხედულებები, არეული მეტყველება და ქცევა და უხალისობა. ამ მდგომარეობების მქონე პირებს შეიძლება ასევე აღენიშნოთ დეპრესიულობა, დანაშაულის შეგრძნება, მოუსვენრობა ან დაძაბულობა.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებისა და 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი მდგომარეობის სიმპტომები, როგორიცაა ,,თრობის“ შეგრძნება, ზედმეტი ენერგიულობა, ჩვეულებრივზე ნაკლები დრო ძილისთვის, ძალიან სწრაფი საუბარი ქაოტური აზრებით და ზოგჯერ ძლიერი გაღიზიანება. მოზრდილებში ის ასევე, ხელს უშლის ამ მდგომარეობების განმეორებას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნათ რეაქცია აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობაზე.
უკუჩვენება: აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტები არ მიიღება: თუ პაციენტს აქვს ალერგია არიპიპრაზოლის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა სუიციდზე ფიქრები და სუიციდური ქცევა. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს აქვს საკუთარი თავის დაზიანების ფიქრები ან შეგრძნება.
აბიზოლი ოროდისპერგირებადი ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტს აქვს: მაღალი არტერიული წნევა (ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი წყურვილი, შარდის დიდი მოცულობა, მადის გაზრდა და სისუსტე) ან დიაბეტი ოჯახის ანამნეზში; კრუნჩხვა (შეტევა), მკურნალმა ექიმმა შეიძლება განახორციელოს პაციენტის მდგომარეობაზე უფრო მკაცრი დაკვირვება; კუნთების, განსაკუთრებით სახის კუნთების, უნებლიე, არარეგულარული მოძრაობა; გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულისა და სისხლის მიმოქცევის დაავადებები), გულ-სისხლძარღვთა დაავადება ოჯახის ანამნეზში, ინსულტი ან მიკროინსულტი, პათოლოგიური არტერიული წნევა; თრომბები ან თრომბები ოჯახის ანამნეზში, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები დაკავშირებულია თრომბების წარმოქმნასთან; აზარტულ თამაშებზე ძლიერი დამოკიდებულება წარსულში.
თუ შენიშნავენ წონაში მატებას, უჩვეულო მოძრაობების განვითარებას, ძილიანობას, რომელიც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ჩვეულებრივ საქმიანობაზე, ყლაპვის ნებისმიერი სახის გაძნელებას ან ალერგიულ რეაქციებს, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
39271
ფორმა
ოროდისპერგირებადი ტაბლეტი