ბიენზა BIENZA ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა: ტრიფსინი 600 ერთეული (UPS ), ქიმოტრიფსინი 600 ერთეული (UPS ).
ჩვენებები: ანთება, შეშუპება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზაციის მიუხედავათ; ტრავმატოლოგია და ქირურგია: პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მოტეხილობები, კუნთების, მყესების დაზიანება; მეან-გინეკოლოგია: საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები; მასტიტები, მასტოპათიები; ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ევსტაქიტი, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია; საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები; ანტიბიოტიკოთერაპია (აძლიერებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში); სტომატოლოგიაში: კბილის ამოღება, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები; დამწვრობა და ჭრილობები.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.
დოზირება: 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.