/images/logo_ka.svg
ვიტაგამა დ3 ტაბლეტი  2000სე #100

ვიტაგამა დ3 ტაბლეტი 2000სე #100

გერმანია

ვორვაგ ფარმა

პროდუქტის შესახებ
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. არის ვიტამინი, რომელიც შედგება 2.000 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან.
D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში,შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან და ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში (1,25 - დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი). გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი და აგრეთვე სოკო.

ჩვენებები:
D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს.

D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:
•ორგანიზმმა მიიღოს მინერალები კალციუმი და ფოსფორი, შესაბამისად სისხლში შენარჩუნდეს კალციუმის საკმარისი დონე
•კბილების, ძვლებისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის
•უჯრედოვანი შრის გამტარიანობისათვის
•იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის

მოხმარების წესი:
იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. რადგან D ვიტამინი როგორც ცხიმში ხსნადი ვიტამინი, ცხიმოვან ქსოვილში ინახება, არ არის აუცილებელი მისი ყოველდღიური მიღება.
ვიტაგამა D3 2000 ს.ე. 1 ტაბლეტში შეიცავს 50სგ (2000 ს.ე.) D3 ვიტამინს.

ყოველ მეორე დღეს ვიტაგამა D3 2000 ს.ე.-ს თითო ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით ხანგრძლივი დროით.
ტაბლეტი მიიღეთ სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.

შემადგენლობა:
შემავსებელი ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა, D ვიტამინის კონცენტრატი (ჟელატინი, შაქარი, სიმინდის სახამებელი),
სოიოს ზეთი ნაწილობრივ გამკვრივებული, ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი), ანტიოქსიდანტები (ალფა ტოკოფეროლი), შემავსებელი ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი და სილიციუმის დიოქსიდი, სტაბილიზატორი: ტალკი და ცხიმიანიმჟავის მონო- და დიგლიცერიდი, შემავსებელი ნივთიერება: ნატრიუმის კარბოქსიმეთილის ცელულოზა
- გლუტენის და ლაქტოზას გარეშე -
- კონსერვანტების და საღებავების გარეშე -

შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორვაგ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
2000სე
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat