ფეროგრადი ტაბლეტი 325მგ #30

ფეროგრადი ტაბლეტი 325მგ #30

იტალია

ტეოფარმა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ფეროგრადი 325მგ #30ტ გახანგრ.

ფეროგრადი არის რკინის დანამატი, რომელიც გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ფეროგრადი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომელიც დიაგნოსტირებულია ლაბორატორიული გამოკვლევებით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ფეროგრადის გამოყენება შეიძლება ორსულების მიერ, მაგრამ მხოლოდ ორსულობის პირველი ცამეტი კვირის შემდეგ. ტაბლეტში შემავალი კონტროლირებადი გამოყოფის სისტემა უზრუნველყოფს რკინის გამოყოფას რამდენიმე საათის განმავლობაში და ამცირებს კუჭის გაღიზიანების ალბათობას. კონტროლირებადი გამოყოფის სისტემა შედგება უვნებელი უჯრედოვანი პლასტმასისგან, რკინის შემცველი ათასობით ვიწრო არხებით.როდესაც ტაბლეტი გადის კუჭსა და ნაწლავებში, გამონთავისუფლდება რკინა, ხოლოცარიელი უჯრედოვანი სტრუქტურა გამოიყოფა განავალში.

მიღება :
მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის წინ. მიუხედავად იმისა, რომ რკინის პრეპარატები საუკეთესოდ შეიწოვება ცარიელ კუჭზე, მათი მიღება ასევე შესაძლებელია საკვებთან ერთად კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების შესამცირებლად. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაწუწნოთ, არ დაღეჭოთ და არ გააჩეროთ ტაბლეტი პირში.
ფეროგრადი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ფეროგრადის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ, მიმართეთექიმს დამატებითი რჩევისთვის.

შენახვა:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება
ფატალური იყოს.არ შეინახოთ 25რC-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტეოფარმა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
რკინის სულფატი
დოზა
325მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი