ჩვენება: გამოიყენება პოდაგრის გამწვავების საპრევენციოდ, როდესაც მკურნალობა დაწყებულია სხვა მედიკამენტებით, როგორიცაა ალოპურინოლი, პრობენეციდი და სულფინპირაზონი.
უკუჩვენება: კოლხიცინის ან კოლხიცინის ტაბლეტების შემადგენელი სხვა ნივთიერების მიმართ ალერგიის შემთხვევაში; ორსულობის დროს; 12 წელზე ნაკლები ასაკის შემთხვევაში; ჰემოდიალიზზე ყოფნის დროს; თირკმელების მძიმე დაზიანების დროს; თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, როდესაც მიიღება ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები: კლარითრომიცინი, ერითრომიცინი ან ტელითრომიცინი; რიტონავირი, ატაზანავირი ან ინდინავირი; ციკლოსპორინი; კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი; ვერაპამილი; ქინიდინი;
სპეციალური სიფრთხილის ზომები კოლხიცინის ტაბლეტებთან დაკავშირებით: მოხუცებში (65 წლის და მეტი ასაკის პაციენტები); უღონობისა და სისუსტის დროს; გულის, თირკმელების, ღვიძლის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს; ლაქტაციის დროს; სისხლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში. ტაბლეტების მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უფრო დეტალური განხილვისთვის უნდა მიემართოს ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის შემთხვევაში, ან ორსულობის დაგეგმვისას არ მიიღება კოლხიცინის ტაბლეტები ექიმთან განხილვის გარეშე. კოლხიცინი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის დროს დაუშვებელია პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მიღების წესი: კოლხიცინის ტაბლეტები მიიღება ყოველთვის ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი: სიპი ფარმაცეუტიკალს ლიმიტედ, გაერთიანებული სამეფო.