ტრენტილინი ხსნარი საინექციო 20მგ/1მლ 5მლ ამპულა #5
ტრენტილინი ხსნარი საინექციო 20მგ/1მლ 5მლ ამპულა  #5

ტრენტილინი ხსნარი საინექციო 20მგ/1მლ 5მლ ამპულა #5

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი
პროდუქტის შესახებ
ტრენტილინი ხსნარი საინექციო 20მგ/1მლ 5მლ ამპულა /TR/ #5
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრენტალი აღადეგენს სისხლისმიმოქცევის დარღვევებს, ერითროციტების დეფორმაციის შეცვლილ უნარზე მოქმედებით. აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამცირებს სისხლის სიბლანტეს. მკურნალობის შედეგი დასტურდება პერიფერიული ობტურაციული არტერიული დაავადების მძიმე სიმპტომების რეგრესიით. დადგენილია თვალის ცირკულატორული და შიგნითა ყურის დარღვევების, ასევე ცერებრო-ვასკულური დაავადებების დროს მდგომარეობის გაუმჯობესება.
საინექციო ხსნარი:
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება და არტერიოვენური სისხლმომარაგების დარღვევა, ათეროსკლეროზული ან დიაბეტური გენეზის (მაგ. ხანგამოშვებითი კოჭლობა და მოსვენების ტკივილი) ტროფიკის მოშლა (მაგ. წვივის წყლულები და განგრენა). ცერებრალური ცირკულატორული დარღვევები (ცერებრალური ათეროსკლეროზის შედეგი, როგორიცაა: ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება), იშემიური და პოსტაჟპოპლექსიური მდგომარეობები.
თვალის და შიგნითა ყურის ცირკულატორული დარღვევები, რომლებიც თვალის და ყურის დეგენერაციული ვასკულური პროცესის შედეგია.
მიღების წესები და დოზები
ინფუზიური მკურნალობა:
პრეპარატის ვენაში შეყვანა სისხლძარღვოვანი დაავადების სიმძიმის, ავადმყოფის წონის და ამტანობის ფაქტორის გათვალისწინებით შემდეგი სქემით ხორციელდება:
დილით და საღამოს ვენაში პენტოქსიფილინის 200-300 მგ (100 მგ პენტოქსიფილინის შეემცველი 5 მლ-იანი 2 ან 3 ამპულა) შეყვანა საინფუზიო ხსნარის 250 ან 500 მლ-თან ერთად 120-180 წუთის განმავლობაში.
საღამოს შეყვანის შემდეგ დამატებით ინიშნება ტრენტალ 400 რეტარდის 2 დრაჟე. თუ დილის და საღამოს შორის დიდი ინტერვალია, ორი რეტარდიდან ერთის გამოყენება შეიძლება შუადღისას. როდესაც სამედიცინო პერსონალი და ამტანობის ფაქტორები მხოლოდ ერთი ინფუზიის საშუალებას გვაძლევენ, რეკომენდებულია 3 რეტარდ დრაჟე: 2 სადილობისას და 1 საღამოს (ვენაში შეყვანის შემდეგ) – 24 საათიანი წვეთოვანი ინფუზია შეიძლება გახდეს საჭირო. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მოსვენების მწვავე ტკივილებით, განგრენით და წყლულებით (III და IV სტადია ფონტეინით).
როგორც წესი, პარენტერალური ტრენტალის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს პენტოქსიფილინის 1200 მგ-ს, ხოლო ინდივიდუალური დოზის გამოანგარიშება შემდეგი ფორმულით შეიძლება: პენტოქსიფილინის 0.6 მგ ერთ საათში ავადმყოფის 1 კგ წონაზე. დღეღამური დოზა ამ ფორმულით 70 კგ-ზე არის პენტოქსიფილინის 1000 მგ და პენტოქსიფილინის 1500 მგ 80 კგ-ზე. საინფუზიო ხსნარის მოცულობის დადგენა ხდება თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით და შეადგენს 1000-1500 მლ-ს. ინექციური მკურნალობა:
ვენაში ინექცია: ინექციური მკურნალობისათვის არსებობს 5 მლ-იანი ამპულები, რომლებიც პენტოქსიფილინის 100 მგ-ს შეიცავს. შეყვანა უნდა წარიმართოს ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეოჟბაში 5 წუთის განმავლობაში.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანტა ფარმა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პენტოქსიფილინი
დოზა
20მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი