ეტოფენამატი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს. ის არის ანტრალინის მჟავას წარმოებული, ხასიათდება კარგად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. ჩვენება:
იყენებენ რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, სპონდილიტის, ეპიკონდილიტის, პერიართრიტის, დაჭიმულობის, ბურსიტის, დაჟეჟილობის, სინოვიტის, მაანკილოზებელი ტენდოსინოვიტის, ტრავმის შემდგომი ანთებების ლუმბაგოს სამკურნალოდ. წინააღმდეგჩვენება:
-მომატებული მგრძნობელობა ეტოფენამატის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. -ბრონქული ასთმა. -ალერგიული რინიტი, ურტიკარია. -ორსულობა, ლაქტაცია. -სისხლის წარმოქმნის პროცესის უცნობი ეტიოლოგიის დარღვევა. -12 წლამდე ასაკი. მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება კუნთებში, 1 ამპულა დღეში ერთხელ.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რჩ ტემპერატურაზე.