საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hyaluronic acid sodium კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ნებიალ კიტი 3% განკუთვნილია: ცხვირის წიაღების ყოველდღიური გასუფთავებისთვის, სურდოს, რინიტის, სინუსიტის და ყველა იმ შემთხვევის დროს, როდესაც ჰაერსავლ გზებში აღინიშნება ლორწოს სეკრეციის გაძლიერება, შესქელებული ლორწოს დაგროვება, სუნთქვის გაძნელება.
შემადგენლობა: 1.ნორმალური პH -ის მქონე 3%-იანი ჰიპერტონული ხსნარის და ჰიალურონის მჟავის შემცველი N20 ერთჯერადი ფლაკონი 2. შპრაყ-სოლ®-.ნაზალური ნებულაიზერი ჰიპერტონული ხსნარი: 1. ხსნის შეშუპებას 2. ათხელებს დაგროვილ ლორწოს 3. უზრუნველყოფს ჭარბი სეკრეტის მარტივად გამოდევნას რის გამოც სურდოს, რინიტის , სინუსიტის დროს ნადებისგან თავისუფლდება ჰაერასვალი გზები და უმჯობესდება სუნთქვა
ჰიალურონის მჟავა: ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება თავანდ ჩვენს ორგანიზმში. მის მიერ შექმნილი დაცვითი ფენა ერთის მხრივ ინარჩუნებს ქსოვილის ფიზიოლოგიური ტენიანობას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესებს.
პრეპარატ ნებიალ კიტი3%-ში შემავალი ჰიალურონის მჟავა ჰაერსავალი გზების ლორწოვანის აღდგენასთან ერთად უზრუნველყოფს ჰიპერტონული ხსნარის ეფექტის გაზრდას.
ჩვენება: • სინუსიტი • ფარინგიტი • რინოფარინგიტი • სტომატიტი • ტონზილიტი,ლარინგიტი • ენდონაზალური ჩარევის პრედოპერაციულ მოსამზადებელ ეტაპზე, ან პოსტოპერაციული პერიოდი
გამოყენება: • ახალშობილებში ჭამის და ძილის წინ რამოდენიმე წვეთი თითოეულ ნესტოში • ბავშვები და მოზრდილებში 2-3 სანაცია დღეში • არ შეიცავს კონსერვანტებს
შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებულაიზერებში
ნაზალური ნებულაიზერი Spray-sol®. წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას,რომლის პატენტის მფლობელიც თავად კომპანიაა. მისი ტექნიკური უპირატესობა არის ხსნარის გადაყვანა მაღალდისპერსიულ მდგომარეობაში (10-20 მკრ), რაც უზრუნველყოფს პრეპარატით ჰაერსვალი გზების სწრაფად და სრულად დაფარვას და ბიოშეღწვადობის გაზრდას.
სამედიცინო მოწყობილობის ფორმა და მასალის სირბილე იძლევა საშუალებას უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული ბავშვებშიც და მოზრდილებშიც.