იპიგრიქსი ტაბლეტი 20მგ #100

იპიგრიქსი ტაბლეტი 20მგ #100

ლატვია

გრინდეკსი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - Ipigrix - იპიგრიქსი 20მგ

იპიდაკრინის მთავარი ფარმაკოლოგიური ეფექტები:
- ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის აღდგენა და სტიმულაცია;
- პერიფერიულ ნერვულ სისტემაში იმპულსის გატარების აღდგენა ბლოკადის შემდეგ, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთი ფაქტორით (ტრავმა, ანთება, ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებების, ანტიბიოტიკების, კალიუმის ქლორიდის მოქმედება და ა.შ.);
- გლუვკუნთოვანი ორგანოების კუმშვადობის გაძლიერება ყველა აგონისტის ზემოქმედების ქვეშ, გარდა კალიუმის ქლორიდისა.
- ცნს-ს სპეციფიური ზომიერი სტიმულაცია სედაციური მოქმედების ცალკეულ გამოვლინებებთან კომბინაციაში;
- მეხსიერების გაუმჯობესება.
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ამ წამლის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.
გამოყენების ჩვენებები
• პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევრიტები, პოლინევრიტები, პოლინეიროპათიები, პოლირადიკულონეიროპათიები, მიასთენია და მიასთენიური სინდრომი);
• ბულბარული დამბლა და პარეზი; აღდგენითი პერიოდი ცნს-ის ორგანული დაზიანებებისას, რომლებსაც თან ახლავს მოძრაობითი დარღვევები;
• დემიელინიზაციით მიმდინარე ცნს-ის დაავადებები (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
• სხვადასხვა წარმოშობის მეხსიერების დარღვევები (ალცჰაიმერის დაავადება და მოხუცებულთა ჭკუასუსტობის სხვა ფორმები);
• ნაწლავის ატონია.

გამოყენების წესი და დოზირება
ტაბლეტები მიიღება შიგნით. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყალთან ერთად.
დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, მიასთენიისა და მიასთენიური სინდრომის დროს
იყენებენ 10-20 მგ იპიდაკრინს 1-3-ჯერ დღეღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ერთიდან ორ თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რამდენჯერმე მკურნალობის კურსის განმეორება კურსებს შორის 1-2 თვიანი ინტერვალებით. ერთჯერადი 10 მგ დოზის მისაღებად იყენებენ სხვა სამკურნალო ფორმას (იპიგრიქსი® 5 მგ/მლ 2 მლ საინექციო ხსნარი).
მიასთენიური კრიზის თავიდან ასაცილებლად ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მძიმე დარღვევების დროს ხანმოკლე დროით პარენტერალურად შეჰყავთ 15-30 მგ (იპიგრიქსი® 15 მგ/მლ 1-2 მლ საინექციო ხსნარი). შემდეგ მკურნალობას აგრძელებენ ტაბლეტებით, დოზის გაზრდით 20-40 მგ-მდე (1-2 ტაბლეტი) 5-6-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ შეიძლება მიაღწიოს 240 მგ-ს.
სხვადასხვა წარმოშობის მეხსიერების დარღვევების დროს (ალცჰაიმერის დაავადება და მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის სხვა ფორმები)
დოზებს და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავენ ინდივიდუალურად. მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ შეიძლება მიაღწიოს 200 მგ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ერთი თვიდან ერთ წლამდე.
ნაწლავის ატონიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს
დოზა შეადგენს 20 მგ 2-3-ჯერ დღეღამეში 1-2 კვირის განმავლობაში.
ხანდაზმულ და ღვიძლის ან/და თირკმელების მოქმედების დარღვევების მქონე პაციენტებში დოზების შერჩევა საჭირო არ არის.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მორიგი დოზის მიღება, დაუყოვნებლივ მიიღეთ იგი. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის სანაცვლოდ. განაგრძეთ პრეპარატის მიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ,
- ეპილეფსია,
- ექსტრაპირამიდული დარღვევები ჰიპერკინეზებით,
- სტენოკარდია,
- გამოხატული ბრადიკარდია,
- ბრონქული ასთმა,
- ვესტიბულური აშლილობები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში,
- ნაწლავების ან შარდგამომყოფი გზების გაუვალობა,
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრინდეკსი
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
იპიდაკრინი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი