ვიტაგამა დ3 ტაბლეტი  1000სე #50

ვიტაგამა დ3 ტაბლეტი 1000სე #50

გერმანია

მაუერმან არცნეიმიტელ
პროდუქტის შესახებ
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. არის ვიტამინი, რომელიც შედგება 2.000 საერთაშორისო ერთეული (ქოლეკალციფეროლი) D3 ვიტამინისგან.

D ვიტამინი - რომელსაც აგრეთვე უწოდებენ „მზის ვიტამინს“ - არის ვიტამინი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით წარმოიქმნება კანში,შედის ადამიანის ორგანიზმში სხეულის ზედაპირიდან და ღვიძლსა და თირკმელებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში (1,25 - დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი). გარდა ამისა D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატის სახით. საუკეთესო საშუალებაა ამისთვის ცხიმიანი ქაშაყი, სკუმბრია, ცილა, ღვიძლი და აგრეთვე სოკო.



როდის უნდა მივიღოთ ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. NEM?

D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვუზრუნველყოთ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინით. ვიტაგამას მიღება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ბუნებრივი გზით D ვიტამინის მიღება, მაგ.: გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებთ მზის სხივებს და შესაბამის საკვებს.
ვიტაგამა D3 2.000 ს.ე. NEM მოხმარების წესი

იმისათვის, რომ ხანგრძლივი ვადით ვუზრუნველყოთ ორგანიზმი D ვიტამინით, რეკომენდირებულია მივიღოთ ის რეგულარულად, წელიწადის დროისა და მზის აბაზანების მიუხედავად. რადგან D ვიტამინი როგორც ცხიმში ხსნადი ვიტამინი, ცხიმოვან ქსოვილში ინახება, არ არის აუცილებელი მისი ყოველდღიური მიღება.

ვიტაგამა D3 2000 ს.ე. 1 ტაბლეტში შეიცავს 50სგ (2000 ს.ე.) D3 ვიტამინს.



ყოველ მეორე დღეს ვიტაგამა D3 2000 ს.ე.-ს თითო ტაბლეტის მიღება უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით ხანგრძლივი დროით.



ტაბლეტი მიიღეთ სითხესთან ერთად ჭამის დროს, გადაყლაპეთ მთლიანად, არ დაღეჭოთ.

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენიშვნა:

არ მიიღოთ ჭარბი დოზა. არ მიიღოთ საკვები დანამატი როგორც საკვების შემცვლელი.


შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მაუერმან არცნეიმიტელ
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
1000სე
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი