საერთაშორისო დასახელება - eucal+millef+origan+salv+cham+calen+quer ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება პრეპარატი სტომგინი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ . იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია .
ჩვენებები : პრეპარატი „სტომგინი „ გამოიყენება გინგივიტის , სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ .
მიღების წესი : პირის ღრუში , მტკივნეული ადგილის მხარეს ჩაიგუბეთ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი და დააყოვნეთ 5-10 წთ ; პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5- ჯერ .
უკუჩვენებები : არ არის დადგენილი . გვერდითი მოვლენები : არ არის დადგენილი . შენახვის პირობები: მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე . გამოშვების ფორმა: 200 მლ . ფლაკონებში №1 შენახვის ვადა: 2 წელი გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ